მედვედევის არყი

მედვედევის არყი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანები
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  არყი
სახეობა:  მედვედევის არყი
ლათინური სახელი
Betula medwediewii Regel, 1887
დაცვის სტატუსი
en:Data Deficient
არასრული მონაცემები
IUCN Data Deficient : 194575

მედვედევის არყი[1] (ლათ. Betula medwediewii) — მცენარე არყისებრთა ოჯახისა. 5–10 მეტრის სიმაღლის დაბალი ტანის ხეა. ქერქი ღეროს შუა ნაწილში და მსხვილ ტოტებზე ღია მოვარდისფრო-რუხი ან ღია ყავისფერია. აქვს დიდი ზომის, 3,5–12 სმ სიგრძისა და 3,5–9 სმ სიგანის ფოთლები, მომრგვალოკვერცხისებური ფორმის, კიდეზე ფართო და მოკლე ხერხკბილა. ქვემოდან ძარღვების გაყოლებით შებუსულია. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფმსხმოიარობს სექტემბერში. კავკასიის ენდემური მცენარეა. საქართველოში გვხვდება გურიასა და აჭარაში. ვრცელდება 1900–2250 მეტრ სიმაღლემდე. ძლიერ მომთხოვნია ატმოსფერული ტენის მიმართ, თუმცა არ უყვარს ნესტიანი და დაჭაობებული ნიადაგები.[2]

  1. Medvedev's birch — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 82.