მეიდოფის საინვესტიციო სკანდალი — NASDAQ-ის ყოფილი თავმჯდომარის – ბერნარდ მეიდოფის ბიზნესთან დაკავშირეული სკანდალი. სკანდალმა თავი იჩინა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მეიდოფის ბიზნესი სინამდვილეში საფინანსო პირამიდა იყო. 2008 წლის 11 დეკემბერს ფედერალურმა პოლიციამ დააპატიმრა მეიდოფი და მას ბრალი დასდო სისხლის სამართლის 11 დანაშაულში. ასევე მას ადანაშაულებენ მსოფლიოში უდიდესი საფინანსო პირამიდის შექმნაში. ფედერალური ბრალდების თანახმად, მეიდოფმა თავის ფონდში 65 მილიარდი აშშ-ის დოლარი მიიღო, თუმცა 1980-იანი წლებიდან მის ფონდს ჩაბარებული თანხის ინვესტიცია არ გაუკეთებია.[1][2] მადოფმა დააფუძნა უოლ სტრიტის ფირმა Bernard L. Madoff Investment Securities LLC 1960 წელს და იყო მისი თავმჯდომარე დაპატიმრების დღემდე.[3][4] ბერნარდ მედოფი აშშ-ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 150-წლიანი სასჯელი მიუსაჯა.[5][6]
|date=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)