მელხიორ ნოიმაირი

მელხიორ ნოიმაირი
დაბ. თარიღი 24 ოქტომბერი, 1845(1845-10-24)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი მიუნხენი[5]
გარდ. თარიღი 29 იანვარი, 1890(1890-01-29)[1] [2] [3] [4] (44 წლის)
გარდ. ადგილი ვენა[5]
მოქალაქეობა  ავსტრია
ავსტრია-უნგრეთის იმპერია
საქმიანობა პალეონტოლოგი და პროფესორი
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი
მამა მაქს ნოიმაირი

მელხიორ ნოიმაირი (გერმ. Melchior Neumayr; დ. 24 ოქტომბერი, 1845, მიუნხენი — გ. 29 იანვარი, 1890, ვენა) — ავსტრიელი პალეონტოლოგი და გეოლოგი[6].

მელხიორ ნოიმაირი დაიბადა 1845 წლის 24 ოქტომბერს, მიუნხენში. განათლება მიიღო მიუნხენის უნივერსიტეტში; სწავლა დაასრულა ჰაიდელბერგში. 1868 წელს გეოლოგიაში ვილჰელმ გიუმბელის ხელმძღვანელობით მიღებული გამოცდილების შემდეგ შეუერთდა ავსტრიის გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოებს. ოთხი წლის შემდეგ იგი დაბრუნდა ჰაიდელბერგში, ხოლო 1873 წლიდან ხდება ვენის უნივერსიტეტის პროფესორი.

მელხიორ ნოიმაირმა ნეოგენის დახშულ აუზში შეისწავლა მუცელფეხიანები და მტკნარი წყლის მოლუსკები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუზში დასახლებული მოლუსკები თანდათან იცვლებოდნენ წყლის ხანგრძლივი გამტკნარების გამო. ცდილობდა აეხსნა სახეობების წარმოშობა. შეისწავლა იურული და ცარცული პერიოდების პალეოგეოგრაფია და თავფეხიანი მოლუსკები. დარვინიზმის საფუძველზე შეიმუშავა პალეონტოლოგიისა და გეოლოგიის პრობლემები.

ნეიმაირის შრომები მიეძღვნა აგრეთვე იურული და ცარცული პერიოდების კლიმატურ ზონებს.

  • История земли, т. 1‒2, СПБ, 1903‒04;
  • Корни животного царства, М., 1919.