მერაბ დვალიშვილი![]() | |
---|---|
![]() | |
საერთო ინფორმაცია | |
მოქალაქეობა |
![]() |
ეროვნება | ქართველი |
დაიბადა |
10 იანვარი, 1991 თბილისი, საქართველო |
წონის კატეგორია | ზემსუბუქი წონა |
სიმაღლე | 168 სმ |
მწვრთნელი | რეი ლონგო, მეტ სერა |
პრომოუტერი | UFC |
პროფესიონალური კარიერა | |
ბრძოლა | 22 |
მოგება | 18 |
მოგება ნოკაუტით | 3 |
წაგება | 4 |
სხვა ინფორმაცია | |
საიტი | https://www.ufc.com/athlete/merab-dvalishvili |
მერაბ დვალიშვილი (დ. 10 იანვარი, 1991) — ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი, რომელიც ამჟამად იბრძვის აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC). UFC-ის ზემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი.
მერაბ დვალიშვილი ვანის რაიონის სოფელ სულორში იზრდებოდა, სწავლობდა სულორის საშუალო სკოლაში, მოგვიანებით სწავლა განაგრძო თბილისში.[1][2][3][4] ახალგაზრდულ ასაკში დაიწყო ვარჯიში ქართულ ჭიდაობაში, სამბოსა და ძიუდოში. 21 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში და გახდა პროფესიონალური შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი. მისი მწვრთნელები არიან რეი ლონგო და მატ სერა.
2019 წელს დვალიშვილმა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 68კგ წონით კატეგორიაში დაიკავა მეორე ადგილი. ის ფინალში რუს სტეფან კობენოვთან დამარცხდა.[5]
მისი დებიუტი UFC-ში 2017 წლის 9 დეკემბერს, ფრენკი საენზის წინააღმდეგ შედგა. შეხვედრაში მსაჯთა გადაწყვეტილებით საენზმა გაიმარჯვა.[6][7]
მერაბ დვალიშვილმა ბოლოს წინა ბრძოლა UFC-ში 2024 წლის 18 თებერვალს, ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით, ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვა.[8]
2024 წლის 14 სექტემბერს, დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი და ზემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.[9]
2025 წლის 18 იანვარს მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ზემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა, როდესაც რუსეთის სახელით მოასპარეზე მანამდე დაუმარცხებელი უმარ ნურმაგომედოვი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ამასთან, ქართველმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი გააუმჯობესა, მას UFC-ის ისტორიაში მეტოქე მიწაზე (თეიქდაუნი) ყველაზე მეტჯერ, 92-ჯერ ჰყავს გადაყვანილი.
მერაბ დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 23 შეხვედრიდან 19 მოიგო და 4 დათმო. უმარ ნურმაგომედოვთან მოპოვებული გამარჯვება მისთვის ზედიზედ მე-12 იყო.[10]
|access-date=
-ში (დახმარება)
|access-date=
-ში (დახმარება)