მეცნიერება და ტექნოლოგია პაკისტანში—მზარდი არეალია და ქვეყნის დაარსების დღიდან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის განვითარებაში. პაკისტანი საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება, განსაკუთრებით ბირთვული ტექნოლოგიის სფეროში.
პაკისტანს ჰყავს ბევრი მოწინავე მეცნიერი, ინჟინერი, ექიმი და ტექნიკოსი, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში. ლიაკატ ალი ხანმა პაკისტანის პირველმა პრემიერ მინისტრმა (თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი. 1947 წლის 15 აგვისტოდან - 1951 წლის 16 ოქტომბ.), განახორციელა სხვადასხვა რეფორმები უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების გაუმჯობესებისათვის.[1]
მეცნიერების რეალური აღმასვლა პაკისტანში 2002 წელს უმაღლესი განათლების კომისიის შექმნის შემდეგ მოხდა, რომელმაც მეცნიერებს დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა და ასევე გახდა პაკისტანის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი სპონსორი პროფესორ ატა-ურ-რაჰმანის ხელმძღვანელობით.[2][3][4]
აღმავლობის პერიოდი ბირთვული ტექნოლოგიის განვითარების კუთხით ქვეყანაში 1980 წლიდან დაიწყო ,როდესაც ატომური ენერგიის კომისიამ შეიმუშავა ბირთვული ენერგიის დანადგარები კვლევითი პროგრამების და ელექტროენერგიის წარმოებისათვის. სამეურნეო კვლევის სამმა ბირთვულმა ცენტრმა გამოიყენა ბირთვული ტექნიკა მოსავლის ჯიშების გასაუმჯობესებლად. ექვსი ბირთვული სამედიცინო ცენტრი უზრუნველყოფს პაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, რადიოიზოტოპები იწარმოება ურანის მარაგების საკუთარი რესურსების ხარჯზე. 1998 წლის მაისში პაკისტანმა გამოსცადა ბირთვული იარაღი ქალაქ ჩაგაის მახლობლად მდებარე უდაბნოში, იმავე თვის დასაწყისში ინდოეთის მიერ ჩატარებული ბირთვული იარაღის გამოცდის საპასუხოდ. ხუთი ბირთვული ბომბი აფეთქდა 28-დან 30 მაისამდე.1980 წელს დაარსებულმა კარაჩის საექსპორტო გადამამუშავებელმა ზონამ მოიზიდა უცხოური ინვესტიციები მოწინავე ტექნოლოგიებში. კიდევ ერთი ზონა შეიქმნა ლაჰორში. ამჟამად, მათ საქმიანობას შეადგენს კომპიუტერული პროგრამების შემუშავება და დეტალების წარმოება, ტელევიზორების და სხვა, ელექტრონული ტექნიკისა და ნაკეთობების აწყობა.[5][6][7][8]
პაკისტანი კოსმოსის ათვისებას ნაჩქარევად შეუდგა. 1990 წელს ჩაუშვა Badr-1, ხოლო 2001 წელს - Badr-II. 1980-იანი წლებიდან კოსმოსური პროგრამა ეძღვნება სამხედრო ტექნოლოგიის განვითარებას (კოსმოსური შეიარაღების პროგრამა და ინტეგრირებული სარაკეტო სისტემები).
პაკისტანი არის CERN– ის ასოცირებული წევრი, იგი ერთ – ერთია იმ რამდენიმე ქვეყნიდან, ვინც ეს სტატუსი მიიღო.
სამეცნიერო საზოგადოებებში შედის პაკისტანის მეცნიერებათა აკადემია (დაარსდა 1953 წელს ისლამაბადში), პაკისტანის ასოციაცია მეცნიერების განვითარებისათვის (დაარსდა 1947 წელს ლაჰორში) და პაკისტანის სამეცნიერო საზოგადოება (დაარსდა 1954 წელს კარაჩიში).[9][10]
პაკისტანის მეცნიერებისა და ტექნიკის საბჭო მთავრობის მთავარი საკონსულტაციო ორგანოა. პაკისტანის სამეცნიერო და სამრეწველო კვლევების საბჭო, პაკისტანის სამედიცინო კვლევითი საბჭო და პაკისტანის სასოფლო-სამეურნეო საბჭოს საქმიანობა — ხელს უწყობენ სამეცნიერო კვლევების განვითარებას შესაბამის სფეროებში. 1987-97 წლებში პაკისტანში მეცნიერებაზე დახარჯული იყო მშპ-ს 0.92%. 1990-იან წლებში პაკისტანს ყოველ ერთ მილიონ ადამიანზე ჰყავდა 72 მეცნიერი, ინჟინერი და 13 ტექნიკოსი, რომლებიც კვლევით საქმიანობას ეწეოდნენ. 1996 წელს პაკისტანში იყო 28 უნივერსიტეტი და კოლეჯი, სადაც ფუნქციონირებდა საბაზო და გამოყენებითი მეცნიერებების კურსები. 1987-97 წლებში, მეცნიერებისა და ტექნიკის ფაკულტეტებზე, სტუდენტებისა და კოლეჯების სტუდენტების 32% სწავლობდა.[11][12][13][14][15]
მთავრობის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო სამეცნიერო და ტექნიკურ მიღწევებში არის Nishan-e-Imtiaz ( ("ბრწყინვალების ორდენი"). პაკისტანის სამოქალაქო საზოგადოებაში მნიშვნელოვან და უნიკალურ როლს ასრულებს ჯილდოები: Hilal-i-Imtiaz, „შესრულების სიამაყე“, Sitara-i-Imtiaz და Tamgha-e-Imtiaz ატა-ურ-რაჰმანი ერთადერთი მეცნიერია პაკისტანიდან, რომელმაც მიიღო ოთხივე ხსენებული სამოქალაქო ჯილდო.[4]
ასტრონომიული ობსერვატორია, რომელიც დაარსდა 1995 წელს პაკისტანში, კარაჩიში, ყარაჩინის უნივერსიტეტის კამპუსში, ზღვის დონიდან 5000 მეტრ სიმაღლეზე, რაც ობსერვატორიაში რენტგენის და გამა ტელესკოპების გამოყენების საშუალებას იძლევა. ობსერვატორიას მართავს კოსმოსური კვლევებისა და პლანეტარული ასტროფიზიკის ინსტიტუტი. პაკისტანში განათლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ცხოვრებაში და კულტურაში. კარაჩის უნივერსიტეტი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება პაკისტანში, მდებარეობს სინდის პროვინციაში, ქალაქ კარაჩიში.[16]