მეჯუგორიეს ღვთისმშობლის გამოცხადება - მოვლენათა ერთობა, რომელიც დაიწყო 1981 წლის 24 ივნისს, დღევანდელ ბოსნია და ჰერცეგოვინაში მდებარე ქალაქ მეჯუგორიეში. ექვსი ადგილობრივი ახალგაზრდას მტკიცებით, 1981 წელს მათ გამოეცხადათ ღვთისმშობელი.[1] არც კათოლიკური ეკლესიის ადგილობრივ დიოცეზს, და არც ვატიკანს არ უღიარებია აღნიშნული გამოცხადება როგორც ზებუნებრივი ან ჭეშმარიტად მომხდარი. 1981 წელს გამოცხადების პირველი შეტყობინების შემდეგ გრძელდება ღვთისმშობლის გამოცხადების შესახებ შეტყობინებები. ადამიანები, ვინც აცხადებენ, რომ მათ ღვთისმშობელი გამოეცხადა, როგორც წესი მას მოიხსენიებენ, როგორც ხორ. "Gospa",[2] რაც ხორვატულად სიტყვა „ქალბატონის“ მოძველბული ფორმაა. 2017 წელს პაპი ფრანცისკე გამოეხმაურა მეჯუგორიეს მოვლენებს. პაპის წერილის მიხედვით, პირველი გამოცხადება დეტალურ შესწავლას მოითხოვდა, თუმცა გვიანდელი ცნობები ორაზროვანი იყო.[3]