მიკელე დე ლუკი (იტალ. Michele De Lucchi) (დ. 1951, ფერარა, იტალია) — იტალიელი დიზაინერი და არქიტექტორი, მეტწილად ცნობილია თავისი დიზაინერული ნამუშევრებით, მისმა მიღწევებმა ახალი სტილის დიზაინის შექმნაში დიდი როლი ითამაშა სახელვნებო ჯგუფებსა და მოძრაობებში: კავარტი, ალქიმია და მემფისი[1]. სწავლობდა არქიტექტურას პადუასა და ფლორენციაში (დაამთავრა 1975). საქართველოში ცნობილი გახდა თავისი ნამუშევრებით: შსს-ს შენობა, ავლაბრის რეზიდენცია (მუშაობდა შენობის დასრულებაზე და ინტერიერზე), მშვიდობის ხიდი (სამივე თბილისში) და სასტუმრო მედეა (ბათუმში).