![]() | ||||
სრული სახელი | Associazione Calcio Milan SpA | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
Rossoneri (წითელ-შავები) Il Diavolo (ეშმაკი) | |||
დაარსდა | 1962 | |||
სტადიონი |
მილანის სპორტული ცენტრი - მილანელო, მილანი, იტალია (ტევადობა: 1.200 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი |
![]() | |||
მწვრთნელი |
![]() | |||
კაპიტანი |
![]() | |||
ლიგა | იტალიის ჩემპიონატი - პრიმავერა | |||
2009-10 | ჯგუფი ბ, მე-2 ადგილი | |||
|
პრიმავერა — მილანის 20 წლამდელთა გუნდი. ისინი თამაშობენ ჯგუფ ბ-ში იტალიის პრიმავერას ჩემპიონატში და მათ ეს ტურნირი მხოლოდ ერთხელ დაარსებიდან 3 წლის შემდეგ მოიგეს - 1965 წელს. ისინი ასევე თამაშობენ იტალიის პრიმავერას თასზე და ვიერაჯოს ტურნირზე რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდული გუნდები მონაწილეობენ. მათ ეს ტურნირი 8 ჯერ მოიგეს და ეს შედეგი ფიორენტინას შედეგთან ერთად საუკეთესოა.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
მილანის აკადემია ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, აქ ისეთი ფეხბურთელები გაიზარდნენ როგორიც ფრანკო ბარეზი, პაოლო მალდინი და ბილი კოსტაკურტაა. ეს სამი ფეხბურთელი მილანის ლეგენდებად ითვლება და გულშემატკივრების გულებში უფრო დიდი ადგილი უკავიათ ვიდრე ლეგიონერებს. მილანელოს ბაზაზე ვარჯიშობს მილანის პირველი გუნდი და ასევე ახალგაზრდებიც, მათი ასაკი 9 წლიდან იწყება და 20 წლამდე გრძელდება.