მიოჰიპუსი (ლათ. Miohippus) — ამომწყდარი ცხენების გვარი. წარმოიშვა ჩრდილოეთ ამერიკაში, გვიან ეოცენში (37,2–33,9 მლნ წლის წინ). მის წინაპრად ითვლება მეზოჰიპუსი. მასთან შედარებით, მიოჰიპუსი დიდი ზომის იყო და უფრო განვითარებული კბილების წყება ჰქონდა.[1] კიდურებზე სამი თითი გააჩნდა,[2] რის საშუალებითაც უფრო სწრაფად დარბოდა, ვიდრე მისი 5-თითიანი წინაპრები.[1] ყველაზე მეტად ცნობილია შუა და ზედა ოლიგოცენის ნალექებიდან.[2] ხანგრძლივად არსებობდა, მიოცენის ეპოქაში (23–5,3 მლნ წლის წინ) 1-თითიან ცხენისებრებთან ერთად თანაცხოვრობდა.[1]
- M. anceps Marsh, 1874
- M. annectens Marsh, 1874 typus
- M. assiniboiensis Lambe, 1905
- M. condoni Leidy, 1870
- M. equiceps Cope, 1879
- M. equinanus Osborn, 1918
- M. gemmarosae Osborn, 1918
- M. gidleyi Osborn, 1904
- M. intermedius Osborn & Wortman, 1895
- M. longicristis Cope, 1878
- M. obliquidens Osborn, 1904
- M. primus Osborn, 1918
- M. quartus Osborn, 1918