მირვეის აჰმადზაი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | მირვეის აჰმადზაი |
დაბ. თარიღი | 23 ოქტომბერი, 1960 |
დაბ. ადგილი | ლოზანა, შვეიცარია |
წარმოშობა | საფრანგეთი |
ჟანრ(ებ)ი |
|
საქმიანობა |
|
აქტიური | 1978-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | mirwaisonline.com |
მირვეის აჰმადზაი (ფრანგ. Mirwais Ahmadzaï; დ. 23 ოქტომბერი, 1960, ლოზანა, შვეიცარია) — იტალიურ-ავღანური წარმოშობის ფრანგი მუსიკოსი, რომელიც ცნობილია სასცენო სახელით მირვეისი.
მირვეისის მუსიკალური კარიერა 1979 წელს, ფრანგული ჯგუფის Taxi Girl გიტარისტობიდან დაიწყო, რომელშიც მან 1986 წლამდე იმუშავა. მოგვიანებით, გამოუშვა ორი სოლო ალბომი, თუმცა დიდი წარმატება ამერიკელ მომღერალ მადონასთან თანამშრომლობამ მოუტანა. როგორც მუსიკალურ პროდიუსერს, მას ამერიკელი მომღერლის ხუთ მუსიკალურ ალბომზე უმუშავია. ის აგრეთვე რამდენიმე ნაწარმოების, მუსიკისა და ტექსტის ავტორიც იყო.