მშობ. სახელი: ინგლ. Misima | |
---|---|
ლუიზიადის არქიპელაგი | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 10°40′ ს. გ. 152°45′ ა. გ. / 10.667° ს. გ. 152.750° ა. გ. |
ფართობი | 202,5 კმ² |
სიგრძე | 40 კმ |
სიგანე | 10 კმ |
უმაღლესი წერტილი | 1036 მ |
პაპუა-ახალი გვინეა | |
რეგიონი | პაპუა |
პროვინცია | მილნ-ბეი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 5000 |
სიმჭიდროვე | 24,691 ად. /კმ² |
მისიმა (ინგლ. Misima) — კუნძული წყნარ ოკეანეში. შედის პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება რეგიონ პაპუას პროვინცია მილნ-ბეის.
კუნძული მისიმა წარმოადგენს დიდ კუნძულს, რომელიც შედის ლუიზიადის არქიპელაგის შემადგენლობაში და გარს ეკვრის წყნარი ოკეანის წყლები. უახლოესი მატერიკი, ავსტრალია, მდებარეობს დაახლოებით 1050 კმ-ში. კუნძული მდებარეობს კუნძულ ვანატინაის ბარიერული რიფის ჩრდილო-დასავლეთ დაბოლოებასთან კუნძულ ახალი გვინეიდან დაახლოებით 200 კმ მანძილზე სამხრეთ-აღმოსავლეთით[1]. არქიპელაგში უმრავლესი კუნძულების მსგავსად აქვს მთიანი რელიეფი და დაფარულია ხშირი მცენარეული საფარით[2].
გეოლოგიური თვალსაზრისით, კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა[3]. მისიმას ფართობი შეადგენს 202,5 კმ²-ს, ხოლო ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი, მთა კოია-ტაუ, აღწევს 1036 მეტრს[3]. კუნძულის სიგრძე — დაახლოებით 40 კმ-ია, ხოლო სიგანე — 10 კმ[1].
კუნძულზე კლიმატი ნოტიო ტროპიკულია[3].
კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ფრანგი მოგზაური ჟოზეფ ბრუნი დ’ანტრკასტო, რომელმაც კუნძული აღმოაჩინა 1793 წელს[4].
1888 წელს მოხდა ლუიზიადის არქიპელაგის და შესაბამისად კუნძულ მისიმას ფორმალური ანექსია ბრიტანეთის იმპერიის მიერ, რომელიც გახდა ბრიტანეთის ახალი გვინეის ნაწილი (1904 წლიდან — პაპუას ტერიტორია ავსტრალიის მმართველობის ქვეშ).[5]
1890-იანი წლების დასასრულს კუნძულზე აღმოაჩინეს ოქროს საბადოები. მათი აქტიური მოპოვება დაიწყო უკვე XX საუკუნის დასაწყისში, ხოლო 1990 წლიდან 2001 წლამდე ოქრო მოიპოვებოდა ღია წესით[1].
1975 წლიდან მისიმა დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.[5]
კუნძულ მისიმაზე ცხოვრობს დაახლოებით 5000 ადამიანი. ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია — ბვაგაოია (ინგლ. Bwagaoia).
ადგილობრივი მაცხოვრებლების ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა (კოპრის წარმოება)[1]. არსებობს ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი[3].