![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მიხეილ აშვეთია | ||
დაბადების თარიღი | 10 ნოემბერი, 1977 | ||
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1993–1994 | ტორპედო ქუთაისი | 24 | (11) |
1994–1995 | რწმენა ქუთაისი | 7 | (6) |
1994–1995 | სამგურალი წყალტუბო | 13 | (5) |
1995–1997 | ტორპედო ქუთაისი | 54 | (55) |
1997 | ალანია ვლადიკავკაზი | 2 | (6) |
1997–2000 | დინამო თბილისი | 57 | (49) |
2000 | ალანია ვლადიკავკაზი | 25 | (7) |
2000–2001 | ტორპედო ქუთაისი | 16 | (12) |
2001–2002 | კოპენჰაგენი | 5 | (0) |
2002–2003 | ალანია ვლადიკავკაზი | 31 | (7) |
2003–2005 | ლოკომოტივი მოსკოვი | 42 | (11) |
2005 | როსტოვი | 13 | (1) |
2006 | რუბინი ყაზანი | 17 | (12) |
2006–2007 | კარლ ცაისი იენა | 10 | (5) |
2008 | ანჟი მაჰაჩყალა | 36 | (17) |
2009 | დინამო ბარნაული | 12 | (5) |
2009 | ნიჟნი ნოვგოროდი | 10 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
1997–1999 | საქართველო 21-წლ. | 14 | (7) |
1996–2007 | საქართველო | 24 | (5) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2016–2020 | ტორპედო ქუთაისი (თანაშემწე) | ||
2020–2021 | ტორპედო ქუთაისი | ||
2021–2023 | სამგურალი წყალტუბო (თანაშემწე) | ||
2023–2024 | სამგურალი წყალტუბო | ||
2025– | სამტრედია | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მიხეილ აშვეთია (დ. 10 ნოემბერი, 1977, ქუთაისი) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი.
კარიერის დიდი ნაწილი გაატარა ქართულ და რუსულ კლუბებში, გარდა პატარა პერიოდისა, როდესაც 2001–2002 წლებში ირიცხებოდა დანიურ „კოპენჰაგენში“ და კარიერის ბოლოს, გერმანულ კლუბ „კარლ ცაისში“. რუსეთში იგი თამაშობდა შემდეგ კლუბებში: „ალანია“ ვლადიკავკაზი, „ლოკომოტივი“ მოსკოვი, „რუბინი“ ყაზანი და „როსტოვი“. ლოკომოტივში თამაშისას მან 2003–04 წლის ჩემპიონთა ლიგის სეზონში გაიტანა აღსანიშნავი გოლი მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ და დააფიქსირა ანგარიში 2–0. ის თამაში „ლოკომოტივის“ შთამბეჭდავი გამარჯვებით დამთავრდა 3–0.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1995–2005 წლებში ჩატარებულ 24 თამაშში და ხუთი გოლი გაიტანა.
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო![]() |
1996 | 0 | 0 |
1998 | 1 | 2 | |
1999 | 3 | 0 | |
2001 | 2 | 0 | |
2002 | 1 | 0 | |
2003 | 6 | 2 | |
2005 | 7 | 1 | |
2006 | 3 | 0 | |
2007 | 1 | 0 | |
ჯამში | 24 | 5 |
აშვეთია იყო ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელის ასისტენტი, შემდეგ — მთავარი მწვრთნელი. 2021 წლიდან წყალტუბოს „სამგურალში“ ჯერ მწვრთნელის ასისტენტი იყო, შემდეგ — სპორტული დირექტორი, 2023 წლიდან — მთავარი მწვრთნელი, გუნდი კი 2024 წლის ოქტომბერში დატოვა.[1] 2025 წლის იანვრიდან საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელია.[2][3]
|
|