მიხეილ იაკუშინი

მიხეილ იაკუშინი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მიხეილ იაკუშინი
დაბადების
თარიღი
15 ნოემბერი, 1910
დაბადების
ადგილი
მოსკოვი,
რუსეთის იმპერია
გარდაცვალების
თარიღი
3 თებერვალი, 1997 (86 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
მოსკოვი, რუსეთი
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1920–1923 უნიონი მოსკოვი
1923 მოსსოვეტი
1924–1928 ესტეესი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1928–1929 ესტეესი
1931–1933 სკიგი
1933–1944 დინამო მ. 87 (40[1])
სამწვრთნელო კარიერა
1944–1950 დინამო მოსკოვი
1950–1953 დინამო თბილისი
1952 სსრ კავშირი (თ.)
1953–1960 დინამო მოსკოვი
1957–1958 სსრ კავშირი (თ.)
1959 სსრ კავშირი
1959 სსრკ (ოლიმპიური) (თ.)
1962–1964 დინამო თბილისი
1965–1966 ფახთაქორი ტაშკენტი
1967–1968 სსრ კავშირი
1969–1970 ფახთაქორი ტაშკენტი
1973 ლოკომოტივი მოსკოვი
1974–1975 დინამო თბილისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მიხეილ იაკუშინი (რუს. Михаил Иосифович Якушин; დ. 15 ნოემბერი, 1910, მოსკოვი, რუსეთის იმპერია — გ. 3 თებერვალი, 1997, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი, ჰოკეისტი და ფეხბურთის მწვრთნელი. მოსკოვის „დინამოს“, თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1940). საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1957).

1936 წელს მიხეილ იაკუშინი თამაშობდა მოსკოვის „დინამოს“ შემადგენლობაში, რომელმაც მაშინ მოიგო სსრ კავშირის პირველი ჩემპიონობა ფეხბურთში. შემდეგ მან კიდევ ორჯერ მიიღო უმაღლესი საფეხბურთო ჯილდო, არაერთხელ გამოსულა სსრ კავშირის ნაკრების შემადგენლობაში და მისი კაპიტანიც იყო.

1945 წლიდან იწყება იაკუშინის მოღვაწეობის ახალი ეტაპი. იგი გადადის სამწვრთნელო სამუშაოზე. როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში მისი დებიუტიც არანაკლებ წარმატებული გამოდგა. მოსკოვის დინამოელებმა მისი ხელმძღვანელობით დამაჯერებლად გაიმარჯვეს პირველ ომისშემდგომ ჩემპიონატში, ხოლო შემდეგ ტრიუმფალური ტურნე ჩაატარეს ბრიტანეთის კუნძულებზე და ფეხბურთის სამშობლოში არ წაუგიათ არც ერთი შეხვედრა.

  • საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 1936, ვერცხლის მედალოსანი 1950. საბჭოთა კავშირის ბურთით ჰოკეის ჩემპიონატებში — 12 მატჩი, 19 გოლი.
  • საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი მოსკოვის „დინამოს“ მაისურით (9): 1937, 1938, 1939, 1940, 1941, 1947, 1948, 1949, 1950. საბჭოთა კავშირის თასზე — 40 მატჩი, 55 გოლი.
  • საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბომბარდირი (2): 1936 (9 გოლი), 1950 (10 გოლი).
  • სეზონის 22 საუკეთესოს სიაში (2): 1936, 1950
  • საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1): 1947

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მხოლოდ სსრკ-ს ჩემპიონატებში