მოაი | |
---|---|
მოაის წყალქვეშა ვულკანი მსოფლიო ოკეანის ფონზე | |
კოორდინატები: 27.1°00′00″ ს. გ. 109.85°00′00″ დ. გ. / 27.10000° ს. გ. 109.85000° დ. გ. | |
ქვეყანა | ჩილე |
სიმაღლე | 2500 მ |
ტიპი | წყალქვეშა ვულკანი |
ასაკი | პლეისტოცენური |
ბოლო ამოფრქვევა | >100 000 (ჩვ. წ.) |
მოაი (ესპ. Moai) — წყალქვეშა ვულკანი, რომელიც ვრცელდება აღდგომის კუნძულის წყალქვეშა მთათა ჯაჭვსა თუ სალა-ი-გომესის ქედიდან დასავლური მიმართულებით. მოაი მდებარეობს პუკაოდან აღმოსავლეთით და აღდგომის კუნძულიდან დასავლეთით. ოკეანის ფსკერიდან ამოწეულია დაახლოებით 2500 მ სიმაღლეზე. კუნძულს ვერ ქმნის. მოაი ზღვის ზედაპირამდე რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული.[1] მოაის წყალქვეშა ვულკანი გეოლოგიური თვალსაზრისით ახალგაზრდა წარმონაქმნია, რომელიც განვითარდა უკანასკნელი ასი ათასი წლის განმავლობაში, ნასკას ფილის გავლით აღდგომის ცხელ წერტილზე.
მოაის წყალქვეშა მთას სახელი ეწოდა მიმდებარე აღდგომის კუნძულზე მდებარე მოაის ქანდაკებების პატივსაცემად.