მოალა

მოალა
მშობ. სახელი: ინგლ. Moala
გეოგრაფია
18°36′ ს. გ. 179°52′ ა. გ. / 18.600° ს. გ. 179.867° ა. გ. / -18.600; 179.867
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 62,5 კმ²
უმაღლესი წერტილი 468 მ
ოლქი აღმოსავლეთის ოლქი
პროვინცია ლაუს პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 3000
სიმჭიდროვე 48 ად. /კმ²

მოალა (ინგლ. Moala) — კუნძული ლაუს კუნძულების შემადგენლობაში, ფიჯის რესპუბლიკაში, წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად კუნძულები შედიან აღმოსავლეთის ოლქის ლაუს პროვინციის შემადგენლობაში.

მოალა მდებარეობს ფიჯის სამხრეთ ნაწილში, მოალის კუნძულების ჯგუფში, რომელიც ლაუს კუნძულების ჯგუფის ნაწილია და მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს დაახლოებით 160 კმ-ში ფიჯის დედაქალაქიდან — ქალაქ სუვადან.[1] გარს ეკვრის კოროს ზღვის წყლები. უახლოესი მატერიკიავსტრალია, მდებარეობს 2800 კმ-ში.[2]

გეოლოგიური თვალსაზრისით, მოალას აქვს ვულკანური წარმოშობა. კუნძულის ფართობი შეადგენს 62,5 კმ²-ს, ხოლო უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 468 მეტრს (მასზე მდებარეობს ორი კრატერული ტბა).[1][2]

მოალა დაფარულია ხშირი ტროპიკული ტყეებით. მცენარეულობიდან ჭარბობს ქოქოსის პალმა. კლიმატი კუნძულზე ნოტიო ტროპიკულია. კუნძული განიცდის ციკლონების ნეგატიურ ზემოქმედებას.[2]

კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენია ბრიტანელი მოგზაური უილიამ ბლაი, რომელმაც იგი აღმოაჩინა 1792 წელს. XVIII საუკუნის შუაში მოალა მოექცა კუნძულ მბაუს ბელადების კონტროლ ქვეშ, რომელიც მდებარეობს კუნძულ ვიტი-ლევუს სანაპიროდან შორიახლოს, ხოლო 1853 წელს დაიპყრეს ტონგელებმა. 1874 წელს კუნძული, როგორც ლაუს სხვა კუნძულები, გახდა ბრიტანეთის იმპერიის ფიჯის კოლონიის ნაწილი.[3]

კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 3000 ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ 9 სოფელში. მთავარი დასახლებული პუნქტია — ნაროი.

ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა (კოპრის წარმოება, კაკაო), თევზჭერა.

  1. 1.0 1.1 Justine Vaisutis, Mark Dapin., Fiji, Lonely Planet, 2006, ISBN 1741042887.
  2. 2.0 2.1 2.2 Islands of Fiji. Moala. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-04-10.
  3. Douglas L. Oliver., Oceania: the native cultures of Australia and the Pacific Islands, ტ. 2, University of Hawaii Press, 1989, ISBN 0824810198.