მოალის კუნძულები

მოალის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Moala Islands
გეოგრაფია
18°50′19″S 179°55′43″W / 18.838714° ს. გ. 179.928589° დ. გ. / -18.838714; -179.928589
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 3
მთავარი კუნძული მოალა
ფართობი 147,5 კმ²
უმაღლესი წერტილი 468 მ
ოლქი აღმოსავლეთის ოლქი
პროვინცია ლაუს პროვინცია

მოალის კუნძულები (ინგლ. Moala Islands) — კუნძულების ჯგუფი ლაუს კუნძულების შემადგენლობაში, ფიჯის რესპუბლიკაში, წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად კუნძულები შედიან აღმოსავლეთის ოლქის ლაუს პროვინციის შემადგენლობაში.

მოალის კუნძულები მდებარეობს ფიჯის სამხრეთ ნაწილში და წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს დაახლოებით 160 კმ-ში ფიჯის დედაქალაქიდან — ქალაქ სუვადან[1]. გარს ეკვრის კოროს ზღვის წყლები. უახლოესი მატერიკიავსტრალია, მდებარეობს 2800 კმ-ში[2].

გეოლოგიური თვალსაზრისით, კუნძულებს აქვთ ვულკანური წარმოშობა. კუნძულთა ჯგუფში შედის სამი კუნძული. მათ შორის ყველაზე დიდია — კუნძული მოალა, რომლის ფართობი შეადგენს 62,5 კმ²-ს. მასზე ასევე მდებარეობს კუნძულთა ჯგუფის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან, რომელიც აღწევს 468 მეტრს (მასზე მდებარეობს ორი კრატერული ტბა)[1][2].

მოალის კუნძულები დაფარულია ხშირი ტროპიკული ტყეებით. მცენარეულობიდან ჭარბობს ქოქოსის პალმა. კლიმატი კუნძულებზე ნოტიო ტროპიკულია. განიცდის ციკლონების ნეგატიურ ზემოქმედებას[2].

მოალის კუნძულის გარდა ჯგუფში ასევე შედის ორი კუნძული: მატუკუ — 57 კმ² და ტოტოია — 28 კმ².

კუნძულების პირველი ევროპელი აღმომჩენია ბრიტანელი მოგზაური უილიამ ბლაი, რომელმაც ჯგუფი აღმოაჩინა 1792 წელს. XVIII საუკუნის შუაში მოალის კუნძულები მოექცა კუნძულ მბაუს ბელადების კონტროლ ქვეშ, რომელიც მდებარეობს კუნძულ ვიტი-ლევუს სანაპიროდან შორიახლოს, ხოლო 1853 წელს კუნძულები დაიპყრეს ტონგელებმა. 1874 წელს მოალის კუნძულები, როგორც ლაუს სხვა კუნძულები, გახდა ბრიტანეთის იმპერიის ფიჯის კოლონიის ნაწილი[3].

  1. 1.0 1.1 Justine Vaisutis, Mark Dapin., Fiji, Lonely Planet, 2006, ISBN 1741042887.
  2. 2.0 2.1 2.2 Islands of Fiji. Moala. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-07-11.
  3. Douglas L. Oliver., Oceania: the native cultures of Australia and the Pacific Islands, ტ. 2, University of Hawaii Press, 1989, ISBN 0824810198.