მოდელი (ფრანგ.modèle, ლათ.modulus-დან — „ზომვა, ანალოგი, ნიმუში“) — სისტემა, რომლის გამოკვლევებიც ემსახურება სხვა სისტემის შესახებ ინფორმაციის მიღებას[1], ეს არის გამარტივებული წარმოდგენა რეალური მოწყობილობის და/ან მასში მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების შესახებ.
მოდელების აგება და გამოკვლევა, ანუ მოდელირება, ამარტივებს რეალურ მოწყობილობაში (პროცესში...) არსებული თვისებებისა და კანონზომიერებების გამოკვლევას. გამოიყენებენ შემეცნებისთვის (განხილვისთვის, ანალიზისა და სინთეზისთვის).