მოკოროტლო — ჩალის ქუდის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ფართოდ გამოიყენება სოთოს (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ლესოთო) ტრადიციულ ტანისამოსში და ბასოთოსა და ლესოთოს ხალხის ნაციონალურ ტანისამოსს წარმოადგენს. მოკოროტლოს სიმბოლო გამოსახულია ლესოთოს დროშაზე. ითვლება, რომ ქუდის დიზაინი კონუსური ფორმის მთის, ქილოანეს, ფორმითაა შთაგონებული.[1][2]