მონტენეგრო არის პატარა ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყანა მდიდარი არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობით, მრავალფეროვანი კლიმატითა და ბუნებით. მონტენეგრო ცდილობს გახდეს ელიტური ტურიზმის ზონა. ის არის სწრაფად მზარდი ტურისტული დანიშნულების ადგილი. 2007 წელს ქვეყანას დაახლოებით მილიონ ტურისტი ეწვია, რამაც ქვეყანას დაახლოებით 480 მილიონი ევროს შემოსავალი მოუტანა (წინა წელთან შედარებით 39%–ით მეტი.).
მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, მონტენეგროში ტურისტებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. ყველაზე ხშირად ეს არის მოძველებული გზები და პრობლემები წყლის და ელექტრო ენერგიის მიწოდებაზე.
მონტენეგროს ადრიატიკის ზღვის სანაპირო ზოლი შეადგენს 295 კილომეტრს. საიდანაც 72 კილომეტრი არის პლაჟები. ამ ზოლში მრავლადაა შემორჩენილი ძველი ანტიკური ციხე ქალაქები. ჩრდილოეთი სანაპიროს მთავარი სანახაობები არის:
სამხრეთი სანაპიროს რეგიონი ცნობილია მისი ქვიშის პლაჟებით, ღამის ცხოვრებით და ანტიკუტრი ციხე–ქალაქებით:
ჩრდილოეთი რეგიონი არის მონტენეგროს სამთო ტურიზმის ცენტრი. აქ არის სათხილამურო კურორტები. დურმიტორის მთათა მასივის დიდი ტერიტორია გამოცხადებულია ეროვნულ პარკად. ჩრდილოეთში მდებარე ტურისტული დანიშნულების ადგილებია:
ცენტრალურ რეგიონი არის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული, იქ შედარებით ნაკლები ტურისტული დანიშნულების ადგილებია:
ადგილი# | ქალაქი | ტურისტი | გატარებული ღამე |
---|---|---|---|
1 | ბუდვა | 691 658 | 4 198 773 |
2 | ჰერცეგ-ნოვი | 229 063 | 1 817 434 |
3 | ბარი | 155 770 | 1 226 010 |
4 | ულცინი | 124 562 | 921 949 |
5 | კოტორი | 56 051 | 303 900 |
6 | პოდგორიცა | 52 889 | 102 875 |
7 | ტივატი | 44 045 | 389 812 |
8 | ჟაბლიაკი | 25 100 | 55 698 |
9 | კოლაშინი | 21 700 | 42 848 |
10 | ცეტინე | 10 937 | 34 889 |
|
|