„მორავული ღამე“ | |
---|---|
ავტორი | პეტერ ჰანდკე |
ენა | გერმანული ენა |
გამოცემის თარიღი | 2008 |
მორავული ღამე (გერმ. Die morawische Nacht) — ავსტრიელი მწერლის, პეტერ ჰანდკეს, 2008 წლის რომანი.
რომანის პროტაგონისტი – მწერალი, რომელსაც წერა მიუტოვებია და თავს გადამდგარ ავტორს უწოდებს, – შვიდ მეგობარს – თავისი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის მოწმეებსა და მონაწილეებს – ეპატიჟება ბალკანეთში, დუნაის ერთ-ერთ შენაკადზე, მდინარე მორავაზე ღუზაჩაშვებულ გემზე, რომელიც უკვე კარგა ხანია მის სახლად ქცეულა და მთელი ღამის განმავლობაში მათ ევროპის გარშემო თავისი მოგზაურობის შესახებ უამბობს.
ჯოშუა კოენმა ნიუ-იორკ ტაიმზიდან „მორავულ ღამეს“ ჰანდკეს შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი უწოდა.[1]
„მორავული ღამე“ წარდგენილი იყო გერმანული წიგნის ჯილდოზე, თუმცა ჰანდკემ, ახალგაზრდა ავტორთა მიმართ პატივისცემის ნიშნად, უარი თქვა ნომინაციაზე.[2] რომანი ასევე წარდგენილი იყო ევროპული წიგნის ჯილდოზე.[3]