კინოთეატრი მოსკოვი Մոսկվա կինոթատրոն | |
---|---|
| |
ზოგადი ინფორმაცია | |
შენობის ტიპი | კინოთეატრი |
არქიტექტურული სტილი | კონსტრუქტივიზმი |
ქვეყანა | სომხეთი[1] |
მდებარეობა |
![]() |
მისამართი | Երևան, 0001, Աբովյան 18 |
კოორდინატები | 40°10′54″ ჩ. გ. 44°31′02″ ა. გ. / 40.1818389° ჩ. გ. 44.5172611° ა. გ. |
დაიწყო | 12 დეკემბერი, 1936 |
დასრულდა | 1936 წ. |
კინოთეატრი მოსკოვი (სომხ. Մոսկվա կինոթատրոն) — სომხეთის დედაქალაქ ერევნის უდიდესი კინოთეატრი. მდებარეობს შარლ აზნავურის მოედანზე, აბოვიანის ქუჩაზე. იგი აგებულია პეტრე-პავლეს ეკლესიის ადგილას, რომელიც 1930-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია.[2] 2010 წელს გამოითქვა აზრი კინოთეატრის დანგრევისა და მის ადგილას ტაძრის ხელახლა აშენების შესახებ.[2]
კინოთეატრი მონაწილეობს „ოქროს გარგრის“ საერთაშორისო კინოფესტივალში, რომელიც ერევანში 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება.[3] 2001 წელს კინოთეატრის წინ მდებარე მოედანს სომხეთის დამოუკიდებლობის 10 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში შარლ აზნავურის სახელი ეწოდა.[4]