მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში ექვსი წითლით — სნუკერის მოწვევითი ტურნირი, რომელშიც ტრადიციული სნუკერისგან განსხვავებით გამოიყენება ექვსი წითელი ბურთულა. ტარდება ტაილანდში, ბანგკოკში, Montien Riverside Hotel-ში. მოცემული ფორმა (ექვსი წითელი) ჯერჯერობით ექსპერიმენტულად ითვლება. მისი მიზანია პუბლიკისა და თვითონ მოთამაშეების რეაქციის შეფასება. ეს ნაბიჯი გადაიდგა პუბლიკის მხრიდან სნუკერისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით. ჯერჯერობით ამგვარი მოწვევითი ტურნირები ტარდება WPBSA-ს კონტროლის გარეშე. მოცემული ტურნირი ტარდება აზიის ბილიარდის ასოციაციის ეგიდის ქვეშ. მოთამაშეების თითქმის ნახევარს წარმოადგენენ მეინ-ტურის წარმომადგენლები, დანარჩენები კი აზიის საუკეთესო მოთამაშეები არიან, ძირითადად ტაილანდიდან. თამაშის ასეთი ფორმატის დროს მაქსიმალური ბრეიკი შეადგენს 75 ქულას. 2008/09 წლების სეზონზე ტურნირში გაიმარჯვა რიკი უოლდენმა. დაფიქსირდა ექვსი 75-ქულიანი მაქსიმუმი. 2009/10 წლების სეზონზე გამარჯვება მოიპოვა პუბლიკის ფავორიტმა ჯიმი უაითმა. ამ ტურნირზე გაკეთდა 3 მაქსიმალური ბრეიკი, ერთ-ერთი მათგანი კი თვითონ უაითს ეკუთვნოდა. მიმდინარე ჩემპიონია სტივენ მაგუაიერი.
საწყის სტადიაზე 8 ჯგუფია 6-6 მოთამაშით.
თითოეული ჯგუფიდან 4 მოთამაშე გადის 1/16 ფინალში. შემდეგ — პლეი-ოფი.
წელი | ჩემპიონი | ფინალისტი | ანგარიში | სეზონი |
---|---|---|---|---|
Sangsom 6-red Snooker International | ||||
2008 | რიკი უოლდენი | სტიუარტ ბინემი | 8:3 | 2008/09 |
Sangsom 6-red World Grand Prix | ||||
2009 | ჯიმი უაიტი | ბარი ჰოკინსი | 8:6 | 2009/10 |
Sangsom 6-red World Championship | ||||
2010 | მარკ სელბი | რიკი უოლდენი | 8:6 | 2010/11 |
2012 | მარკ დევისი | შონ მერფი | 8:4 | 2012/13 |
2013 | მარკ დევისი | ნილ რობერტსონი | 8:4 | 2013/14 |
2014 | სტივენ მაგუაიერი | რიკი უოლდენი | 8:7 | 2014/15 |
|