მსუბუქი მეტრო (მსუბუქი მეტროპოლიტენი) — მსუბუქლიანდაგიანი ტრანსპორტის ნაირსახეობა, საქალაქო ტრანსპორტის რეგულარული ჩქაროსნული, ძირითადად, არაქუჩაში მოძრავი, მიწისზედა (არსებობს მიწისქვეშაც) ლიანდაგიანი სახეობა.
მსუბუქი მეტროპოლიტენის მგზავრთა ნაკადი საათში 15-20 ათას ადამიანს არ აღემატება; ლიანდაგები, როგორც წესი, შემაღლებულ ადგილებზე, ხანდახან ესტაკადებზეა განლაგებული (ხანდახან კი მცირე ზომის საგვირაბო მონაკვეთებზე, მაგ: ქალაქის ცენტრებში, გადასაჯდომ აგდილებში და სხვა), მოძრავ შემადგენლობას ჩვეულებრივ რკინიგზაზე მცირე ზომის გაბარიტები აქვს და 2-3 ვაგონისგან შედგება, გვირაბების დიამეტრი 4-5 მეტრს შეადგენს, გვირაბებსა და ზედაპირებზე დაშვებულია მნიშვნელოვანი დახრები და მცირე მოსახვევი რადიუსები, სადგურებზე პლატფორმები 50-90 მ სიგრძისაა, ხოლო სიგანე 5-8 მ. მსუბუქი მეტროს ხაზები ხშირად არის დაკავშირებული აეროპორტებთან და მეტროსისტემებთან და ძალიან იშვიათად წარმოადგენენ ქალაქის დამოუკიდებელ სატრანსპორტო სისტემას.
სრულიად ან უმეტესწილად მიწისქვეშა მსუბუქი მეტრო შეიძლება მინი-მეტროდ იქნეს წოდებული.
მიწისზედა სადგურებისა და სარკინიგზო გადასარბენების მშენებლობა (რომელიც კონსტრუქციით მარტივია) უფრო იაფი ჯდება და გაცილებით ნაკლებ დროსაც იკავებს მიწისქვეშა სადგურების მოწყობასთან დაკავშირებით. (2006 წლის შეფასებით 1 კმ მიწისქვეშა გვირაბის აშენება ღია საშუალებით დაახლოებით 50 მლნ დოლარი ჯდება, ხოლო 1 კმ გვირაბის დახურული მეთოდით მშენებლობა 70-80 მლნ დოლარი. რაც შეეხება 1 კმ მსუბუქი მეტროს მშენებლობას 15-25 მლნ დოლარს შეადგენს.
არ რჩება გიგანტური უსუფთაო ქვაბულები.
არ გვხვდება ტიპური პრობლემები განიავებასთან, მცურავ სილებთან და ძვირ და არასაიმედო ესკალატორებთან
საავტომობილო მაგისტრალების გადაკვეთა, რის გამოც აუცილებელი ხდება ძვირადღირებული ხიდების, ესტაკადებისა და გვირაბების აშენება ავტოტრანსპორტისთვის, ასევე მიწისზედა სივრცის გამოყენება, რომელზეც შეიძლება პრეტენზია ჰქონოდა ავტომაგისტრალებს - შედეგად კი ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლებელი შეფერხება და პიკის საათებში საცობების გაჩენა.
მუდმივი ხმაური;
სიცივე და პლატფორმების გაყინვა (ზამთრობით);
დამატებითი საექსპლუატაციო დანახარჯები, თოვლსაწმენდების აუცილებლობა და გზების ხშირი რემონტი;