მტერთან ახლოს | |
---|---|
![]() | |
ჟანრი | დრამა |
რეჟისორი | სტივენ პოლიაკოფი |
მონაწილეობენ |
|
კომპოზიტორ(ებ)ი | ედრიენ ჯონსტონი |
ქვეყანა |
![]() |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 1 |
ეპიზოდი | 7 |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი | ჰელენ ფლინტი |
ხანგრძლივობა | 58 წუთი |
კომპანია |
|
დისტრიბუტორი | All3Media International |
ეთერი | |
ჩვენების ფორმატი | 16:9 1080i |
აუდიო ფორმატი | Stereo |
ეთერში | 10 ნოემბერი, 2016 | — 22 დეკემბერი, 2016
საიტი |
მტერთან ახლოს (ინგლ. Close to the Enemy) — ბრიტანული დრამატული მინისერიალი, რომელშიც მოქმედება 1940-იანი წლების ლონდონში ხდება. სცენარის ავტორი და რეჟისორია სტივენ პოლიაკოფი, მონაწილეობენ ჯიმ სტარჯესი, ფრედი ჰაიმორი, შარლოტა რაილი, ფობი ფოქსი, ალფრედ მოლინა, კიარა ჩარტერისი, ლინდსი დუნკანი, აუგუსტ დილი, ალფი ალენი, ანჯელა ბასეტი, ანტე ტრაუე, ლუსი უორდი, სებასტიან არმესტო, ჯულიან ბლიჩი, ჩარიტი უეიკფილდი, ალექსანდრ იოვანოვიჩი და რობერტ გლენისტერი. სერიალის პრემიერა შედგა BBC Two-ზე 2016 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებულ სამეფოში.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ დიტერ კოელერი, გერმანელი ინჟინერი, რომელიც რეაქტიული თვითმფრინავების სპეციალისტია, მის ქალიშვილთან, ლოტესთან ერთად T-Force-მა აიყვანა. ისინი დიდ ბრიტანეთში წაიყვანეს, სადაც კაპიტან კალუმ ფერგიუსონს დაავალეს კოელერის გადმობირება, რათა მან ბრიტანეთის მთავრობასთან თანამშრომლობა დაიწყოს. ფერგიუსონი დავალების სწრაფად შესრულებისთვის წნეხის ქვეშაა, ხოლო კოელერი მის მცდელობებს წინააღმდეგობას უწევს, რადგან უკმაყოფილოა მას და ლოტეს როგორ ეპყრობიან. სხვა პერსონაჟები, რომლებსაც საეჭვო და გაურკვეველი მოტივები ამოძრავებთ, აქტიურად ერევიან კაპიტნის საქმიანობაში, მაგრამ რა მიზნით?
№ | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | UK მაყურებელი (მილიონი) [1] |
---|---|---|---|---|---|
1 | „პირველი ეპიზოდი“ | სტივენ პოლიაკოფი | სტივენ პოლიაკოფი | 10 ნოემბერი, 2016 | 3.22 |
2 | „მეორე ეპიზოდი“ | სტივენ პოლიაკოფი | სტივენ პოლიაკოფი | 17 ნოემბერი, 2016 | 2.40 |
3 | „მესამე ეპიზოდი“ | სტივენ პოლიაკოფი | სტივენ პოლიაკოფი | 24 ნოემბერი, 2016 | 2.25 |
4 | „მეოთხე ეპიზოდი“ | სტივენ პოლიაკოფი | სტივენ პოლიაკოფი | 1 დეკემბერი, 2016 | 2.11 |
5 | „მეხუთე ეპიზოდი“ | სტივენ პოლიაკოფი | სტივენ პოლიაკოფი | 8 დეკემბერი, 2016 | 2.28 |
6 | „მეექვსე ეპიზოდი“ | სტივენ პოლიაკოფი | სტივენ პოლიაკოფი | 15 დეკემბერი, 2016 | 2.12 |
7 | „მეშვიდე ეპიზოდი“ | სტივენ პოლიაკოფი | სტივენ პოლიაკოფი | 22 დეკემბერი, 2016 | 2.14 |
სტივენ პოლიაკოფის მიერ შექმნილი შვიდ-ნაწილიანი სერიალისა და მასში მონაწილე მსახიობების (ჯიმ სტარჯესი, ფრედი ჰაიმორი, შარლოტა რაილი, ფობი ფოქსი, ალფრედ მოლინა, ლინდსი დუნკანი, რობერტ გლენისტერი, აუგუსტ დილი, ანტე ტრაუე, ანჯელა ბასეტი და ალფი ალენი) შესახებ BBC Two-მ 2015 წლის მარტში განაცხადა.[2] სერიალი შეერთებულ შტატებში ტელეკომპანია Starz-მა 2015 წლის სექტემბერში შეიძინა. [3]
სერიალის ძირითადი გადაღებები დაიწყო ლივერპულში, 2015 წლის მარტში, რისთვისაც ყველაზე ხშირად გამოიყენეს Martins Bank Building, Croxteth Hall და Adelphi Hotel.[4][5] გადაღებები ასევე შედგა Wiley Court-ის ნანგრევებზე, ვუსტერშირში, სალფორდის უნივერსიტეტში, სალფორდის მუზეუმსა და სამხატვრო გალერეაში, მანჩესტერის მუნიციპალიტეტის შენობაში, Capesthorne Hall-ში, ლონდონსა [6] და კენტის საგრაფოში.[7]
2016 წლის 1-ელ დეკემბერს ტელევიზიაში აჩვენეს ავტორის ინტერვიუ სახელწოდებით: Know Your Enemy - Stephen Poliakoff in Conversation.[8]
წელი | ჯილდო | კატეგორია | ნომინანტ(ებ)ი | შედეგი |
---|---|---|---|---|
2016 | სატელიტის ჯილდო | საუკეთესო მინისერიალი/ფილმი ტელევიზიაში | „მტერთან ახლოს“ | ნომინირებული |