სოფელი | |
---|---|
მურისკი Muraisc | |
ქვეყანა | ირლანდია |
დაქვემდებარება | სოფელი |
პროვინცია | კონაქტი |
საგრაფო | მეიოს საგრაფო |
კოორდინატები | 53.7783°00′00″ ჩ. გ. 9.6315°00′00″ დ. გ. / 53.77830° ჩ. გ. 9.63150° დ. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 70 მ |
მოსახლეობა | 235 კაცი (2002) |
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 |
მურისკი (ინგლ. Murrisk; ირლ. Muraisc) — სოფელი ირლანდიაში, მდებარეობს მეიოს საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში. უესტპორტიდან დაშორებულია 8 კმ-ით დასავლეთით.
მურისკი მდებარეობს კროხ-პატრიკის ძირში და წარმოადგენს მარშრუტის საწყის წერტილს მომლოცველბისთვის, რომლებიც სტუმრობენ მთას. ყოველი წლის ივლისის ბოლო კვირას ათასობით ადამიანი თავს იყრის სოფელში, რათა მოილოცონ მთა.
მურისკში მდებარეობს ნანგრევებად ქცეული მონასტერი, რომელიც დაარსდა 1457 წელს ავგუსტიანელების მიერ. რეფორმაციის პერიოდში ის დახურეს, თუმცა გარკვეული პერიოდი მაინც შემორჩა.
სოფელში ასევე მდებარეობს ირლანდიის დიდი შიმშილობის მემორიალი, რომლის ავტორია ირლანდიელი ხელოვანი ჯონ ბეჰენი და აბსტრაქტულად განასახიერებს კუბო-გემს, რომელიც სავსეა გარდაცვლილთა გვამებით. მემორიალი საზეიმოდ გახსნა პრეზიდენტმა მერი რობინსონმა 1997 წლის ივლისში.[1]
|