მოზამბიკის ფოლკლორი განიცდიდა პორტუგალიური კულტურის ძლიერ გავლენას. მასზე აგრეთვე გავლენა მოახდინა სხვა პორტუგალიურენოვანმა ფოლკლორებმა, როგორებიცაა ბრაზილიის ფოლკლორი, კუბის ფოლკლორი. მოზამბიკის თანამედროვე საცეკვაო მუსიკის ყველაზე პოპულარული სტილია მარაბენტა.
მოზამბიკის კულტურა 1964 წელს დაწყებული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის განუყოფელი ნაწილი იყო. ეროვნული მოძრაობის ლიდერები იყენებდნენ მოზამბიკის ეროვნულ კულტურას, რათა უბრალო ხალხის მხარდაჭერა მოეპოვებინათ, ამ დროს პორტუგალიელ კოლონიზატორებს წინა პლანზე საკუთარი კულტურა გამოჰქონდათ. 1975 წლიდან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მოზამბიკმა ევროპული სტილის მუსიკა უკან გასწია და საკუთარი ფოლკლორის ჩამოყალიბება დაიწყო, რომელიც დაეფუძნა ადგილობრივ ხალხურ სტილსა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ზიმბაბვეს, ტანზანიის, ზამბიის და სამხრეთ აფრიკის ფოლკლორს.
1978 წელს მოზამბიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო ეროვნული ცეკვების ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
|