მუხის აბრეშუმხვევია | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
იაპონური მუხის აბრეშუმხვევია (Antheraea yamamai) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Antheraea (Hübner, 1819) | |||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||
| |||||||||||||
|
მუხის აბრეშუმხვევია (ლათ. Antheraea) — მწერების გვარი ფარშავანგთავალასებრთა ოჯახისა. მის რიგ წარმომადგელებს ამრავლებენ აბრეშუმის მისაღებად, რომლისგანაც ამზადებენ ჩესუჩას.[1] მამლის ულვაშები ფრთულია. ფრთების შლილი 100–170 მმ შეადგენს; მამლებს წინები წამახვილებული და ნამგლისებურად მოღუნული აქვთ, დედლებისა ბევრად სწორი და ფართოა. შეფერილობა მრავალფეროვანია, ჩვეულებრივ ყავისფერ, მოვარდისფრო ან მოყვითალო ტონებში, ხშირად გარდიგარდმო ზოლებით; თითოეულ ფრთაზე თვალისმაგვარი ლაქა ზის ნახევრადგამჭვირვალე სარკმლით. დედალი ჩვეულებრივ მამალზე დიდი და ღიაა. მუხლუხი იკვებება და ჭუპრდება ფოთლოვან ხეებზე, უპირატესად მუხაზე (აქედან სახელწოდება).[2]
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ცნობილია 3,[3] არანაკლებ 20,[2] 100-ზე მეტ[4] და სხვა რაოდენობოს სახეობას. ბინადრობენ სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში.[2] ფართოდაა გავრცელებული ჩინური მუხის აბრეშუმხვევია. მის გარდა, ცნობილია აგრეთვე იაპონური (Antheraea yamamai), ინდური (Antheraea paphia), ასამური (Antheraea assamensis) მუხის აბრეშუმხვევიები.[1]