„ნადირობა გოლუმზე“ | |
---|---|
![]() | |
რეჟისორი | კრის ბუშარდი |
პროდიუსერი | კრის ბუშარდი |
სცენარის ავტორი | კრის ბუშარდი |
ეფუძნება |
ბეჭდების მბრძანებელი — ჯ.რ.რ. ტოლკინი |
მუსიკა |
ადამ ლენგსტონი ენდრიუ სკრაბუტენასი კრის ბუშარდი არ არის მითითებული |
ოპერატორი |
კრის ჩაილდი ჯონ-პოლ ფრეიზერი გარეთ ბრაუ მაიკ რიჩი ნილ ფილიპსი შტაინ სტაი |
მონტაჟი | ლუის ოლბროუ |
სტუდია |
Rickety Shack Films Independent Online Cinema |
დისტრიბუტორი | Independent Online Cinema |
გამოსვლის თარიღი | 3 მაისი 2009 |
ხანგრძლივობა | 38 წთ. |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 5.000 აშშ დოლარზე ნაკლები |
შემოსავალი | (შემოსავლის გარეშე - უფასო გავრცელება) |
ნადირობა გოლუმზე (ინგლ. The Hunt for Gollum) — კრის ბუშარდის 2009 წლის ფენტეზის ჟანრის ბრიტანული სამოყვარულო ფილმი, რომელიც ეფუძნება ჯ.რ.რ. ტოლკინის რომანის, ბეჭდების მბრძანებლის დანართებს.[1][2][3] მისი სიუჟეტი მიმდინარეობს შუახმელეთში. ჯადოსანი განდალფი შიშობს, რომ გოლუმი მტერს უამბობს ერთი ბეჭდის შესახებ, ამიტომ პოულობს არაგორნს და აძლევს დავალებას, იპოვოს გოლუმი.
გადაღებები მიმდინარეობდა ჩრდილოეთ უელსში, ეპინგის ტყესა და ჰემპსტედ ჰითში. ფილმი გადაღებულია მაღალგანზომილებიან ფორმატში, დაახლოებით 3.000 გირვანქა სტერლინგის ბიუჯეტით.[3] იგი მთლიანად არაოფიციალურია, თუმცა ბუშარდი ამბობდა, რომ Tolkien Enterprises-თან 2009 წელს შეთანხმებას მიაღწია. ნამუშევარს შემოსავალი არ ჰქონია, ვინაიდან იგი უფასოდ ვრცელდებოდა.
ფილმის პრემიერა გაიმართა კინოფესტივალ Sci-Fi-London-ზე და ინტერნეტში, 2009 წლის 3 მაისს.[2][4]
|