ნაკნეკის ტბა | |
---|---|
Naknek Lake | |
გრიზლი ნაკნეკის ტბაში | |
კოორდინატები: 58°38′11″ ჩ. გ. 155°56′27″ დ. გ. / 58.63639° ჩ. გ. 155.94083° დ. გ. | |
მდებარეობა | აშშ |
ტერიტორიული ერთეული | ალასკა |
სიგრძე | 64 კმ |
სიგანე | 13 კმ |
ფართობი | 610 კმ² |
გამომდინარე მდინარე | ნაკნეკი |
ნაკნეკის ტბა (ინგლ. Naknek Lake) — ტბა ალასკაში, აშშ-ში, ალასკის ნახევარკუნძულზე. უდიდესი ტბა კატმაის ეროვნულ პარკში. სიგრძეა 64 კმ, ხოლო სიგანე 12,9 კმ-ს აღწევს.
ნაკნეკის ტბიდან გაედინება იმავე დასახელების მდინარე, რომელიც შემდეგ ბრისტოლის ყურეში ჩაედინება.[1]
ტბა სახელგანთქმულია სპორტული თევზაობით და იგი ჩავიჩაზე სათევზაოდ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მთელს სამხრეთ-დასავლეთ ალასკაში. თუმცა, ტბის ფაუნა მრავალფეროვანია. ტბაში შევხვდებით ორაგულის ისეთ სახეობებს, როგორიცაა ნერკა, ღურკანა, კეტა. მათი რაოდენობა ბევრად აღემატება ტბაში ჩავიჩის რაოდენობას. ასევე ტბაში შევხვდებით ტბის კალმახს, ცისარტყელა კალმახს, წერსა და არქტიკულ გოჭალას. [2]
ნაკნეკის ტბის ფაუნა მხოლოდ თევზით არ შემოიფარგლება. მისით ხშირად საზრდოობენ მგლები, ალასკური ლოსები, სამურავები[3] და, რაც ყველაზე აღსანიშნავია, გრიზლის დათვები.[4]