ქალაქი | |
---|---|
ნაკფა ტიგრ. ናቕፋ | |
ქვეყანა | ერიტრეა |
პროვინცია | სემიენავი-კეი-ბაჰრი |
კოორდინატები | 16°40′00″ ჩ. გ. 38°28′00″ ა. გ. / 16.66667° ჩ. გ. 38.46667° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1706 მ |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
ნაკფა (ტიგრ. ናቕፋ, ინგლ. Nakfa) — მცირე ქალაქი ჩრდილოეთ ერიტრეაში. მისი სახელი ეწოდა ერიტრეის ეროვნულ ვალუტას[1]. ქალაქი იყო ერიტრეის განმათავისუფლებელი სახალხო ფრონტის ბაზა დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში, რომლის შედეგადაც ერიტრეა ეთიოპიის შემადგენლობიდან გამოვიდა[1].
ომის დროს ნაკფა გახდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლების არენა, რის შემდეგაც მხოლოდ მეჩეთი გადარჩა[1]. მაშინ მიწის ქვეშ გაჩნდა მთელი ქალაქი, თავისი საავადმყოფოებით, ტიპოგრაფიებით, ქარხნებით, რადიოსადგურებით და კოლეჯით[1]. ქალაქს გარს ერტყმიან ტრანშეები, რომლებიც შემორჩენილია საბრძოლო მოქმედებების შედეგად[1].