ნარიმანი

ნარიმანი — მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ამჟამად მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე.[1][2]

ლოკალიზდება ისტორიულ ოლთისში, არზრუმის ოლქში. მდებარეობს მდინარე ჭოროხის სათავესთან, თანამედროვე ქალაქ ნარმანის (ნამირვანის) ტერიტორიაზე. ნარიმანი წყაროებში ნარუმაკის, ნარმანის, მამირვანის სახელითაცაა ცნობილი. XVI ს-ში ნარიმანი/ნარმუკი ნამურაკანის სახელწოდებით შედიოდა ბანელი ეპისკოპოსის სამწყსოში.[3][4] თურქების მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, ნარიმანი XVI-XVIII სს-ში შევიდა ჩილდირის ეიალეთის მამირვანის ლივას, მამირვანის ნაჰიეში.

Marman-ის რეგიონი თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე
  1. გიულდენშტედტი 1962: 315
  2. მუსხელიშვილი 1980: 164-167
  3. მუსხელიშვილი 1980: 164-167
  4. ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 245