ნატრიუმის ტეტრათიონატი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ნატრიუმის ტეტრათიონატის დიჰიდრატი |
ტრადიციული სახელწოდება | ნატრიუმის (სულფონატოდისულფანილ)სულფონატის დიჰიდრატი |
ქიმიური ფორმულა | Na2S4O6 |
მოლური მასა | 306.2665 გ/მოლ (დიჰიდრატი) გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
მდგომარეობა (სტ. პირ.) | თეთრი ფხვნილი |
სიმკვრივე | 2.1 გ/მლ (25 ℃) გ/სმ³ |
ქიმიური თვისებები | |
ხსნადობა წყალში | 30.6 გ/ლ (20 ℃) გ/100 მლ |
კლასიფიკაცია | |
CAS | 13721-29-4 |
PubChem | 203055 |
SMILES |
|
ნატრიუმის ტეტრათიონატი — ნატრიუმისა და ტეტრათიონატის იონის მარილი ფორმულით Na2S4O6. xH2O. ჩვეულებრივ მოცემულია როგორც დიჰიდრატი (x = 2). წარმოადგენს უფერო, წყალში ხნად მყარ ნივთიერებას. ის პოლითიონატების ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომლის საერთო ფორმულაა [Sn(SO3)2]2-. ოჯახის სხვა წარმომადგენლებს შორისაა ტრითიონიტი (n = 1), პენტათიონატი (n = 3) და ჰექსათიონატი (n = 4).[1]
ნატრიუმის ტეტრათიონატი მიიღება ნატრიუმის თიოსულფატის დაჟანგვით (Na2S2O3), მაგ. იოდის ზემოქმედებით:.[2]
რეაქციის მიმდინარეობაზე მეტყველებს იოდის შემცველი ხსნარის გაუფერულება, რაც იოდომეტრიის, ანუ იოდომეტრიული ტიტრირების საფუძველს წარმოადგენს.
მიღების სხვა მეთოდებს შორისაა ნატრიუმის ჰიდროსულფატსა და დიგოგირდის დიქლორიდს შორის რეაქცია:[1]
იონი წარმოადგენს C2 სიმეტრიის შესაბამისს, H2S2-ის მსგავსად. S-S-S დიჰედრალური კუთხე თითქმის 90 °-ია. ცენტრალური S-S დაშორება 2.115 Å-ია, რაც 0.01 Å-ით მეტია დანარჩენ ორ S-S დაშორებაზე. იგივე ხდება ყველა დანარჩენ პოლისულფანებშიც.[3]