„ნედ კელი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ტონი რიჩარდსონი |
პროდიუსერი | ნეილ ჰარტლი |
სცენარის ავტორი | იენ ჯოუნსი, ტონი რიჩარდსონი |
ისტორია | ადამ ფილდსი, დევიდ არატა |
როლებში |
მიკ ჯაგერი მარკ მაკმანუსი |
ოპერატორი | გერი ფიშერი |
მონტაჟი | ჩარლზ რიზი |
სტუდია | Woodfall Film Productions |
დისტრიბუტორი | United Artists |
გამოსვლის თარიღი | 7 ოქტომბერი, 1970 |
ხანგრძლივობა | 106 წთ. |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | A$ 2,5 მლნ |
შემოსავალი | $10,115,013 |
ნედ კელი (ინგლ. Ned Kelly) — 1970 წლის ინგლისური ბიოგრაფიული და ნაწილობრივ მუსიკალური ფილმი. მასში გამოყენებულია მე-19 საუკუნის ავსტრალიური ფოლკლორული ბალადები. დაფუძნებულია ავსტრალიელი ყაჩაღის, ნედ კელის ისტორიაზე.
ნედ კელი ცნობილი ავსტრალიელი ყაჩარი და ცხენების გამტაცებელი იყო. 20 წლის ასაკში სამწლიანი კატორღა ჰქონდა მისჯილი. როდესაც მის დედას იჭერენ, ნედი სთავაზობს დანებებას დედის ატავისუფლების სანაცვლოდ. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება უარს იტყვის, ძმები კელები გააფრთებით გააგრძელებენ ყაჩაღობას. ნედის ძმა, რომელსაც ალყაში მოაქცევენ, თავს იკლავს, რათა ცოცხლად არ დაიჭირონ. ნედს რკინიგზის ლიანდაგებზე ბრძოლისას იჭერენ და სიკვდილს მიუსჯიან.