ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ნევალი ჩორი (თურქ. Nevali Çori , ქურთული : Newala Çorî ) — ადრეული ნეოლითური ხანის დასახლება შუა ევფრატზე, შანლიურფას პროვინციაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში, თურქეთში, ზღვის დონიდან დაახლ. 490 მ სიმაღლეზე, ტავრის მთისწინეთში, ევფრატის შენაკადის ქანტარას ორივე ნაპირზე.
ნევალი ჩორის არქეოლოგიურმა ძეგლმა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა უძველესი ტაძრებისა და მონუმენტური ქანდაკებების არსებობით, შედარებით უფრო ადრეული ხანის გიობეკლი თეფესთან (ნევალი ჩორიდან მდებარეობს 30 კმ-ში) ერთად ერთგვარ რევოლუციას დაუდო საფუძველი ევრაზიის ნეოლითური პერიოდის განსხვავებულ მეცნიერულ გაგებაში, კერძოდ ივარაუდება რომ გიობექლი თეფეს აშენებიდან დაახლ. 500 წლის შემდეგ (ნევალი ჩორი გიობეკლი თეფესგან განსხვავებით ოდნავ ახალგაზრდაა) და მის შემდეგაც, სანამ მსოფლიოში ნეოლითელი ხანის ადამიანი კონკრეტულ ადგილას დამჯდარ ცხოვრებას დაიწყებდა, განავითარებდა მიწათმოქმედებას და მოიშინაურებდა პირუტყვს, ნევალი ჩორი და გიობექლი თეფე უკვე კარგად ჰქოფილა ათვისებული.
ნევალი ჩორზეა ნაპოვნი ეინკორნის ხორბალის ყველაზე უძველესი ნათშებიც.
თურქეთის ქურთისტანში მდინარე ევფრატზე ათათურქის კაშხლის მშენებლობის დროს გამოვლინდა ძველი დასახლების ნაშთები, რამაც 1983-1991 წელს ჰეიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰარალდ ჰაუპტმანის გუნდის თანამონაწილეობით, ნევალი ჩორის შესწავლა-გათხრას დაუდო საფუძველი (ამის შემდეგ ნევალი ჩორის ტერიტორია ევტრატის ჯებირებით დატბორილა).
ჩატარებული სამუშაოს შედეგად ნევალი ჩორში ნაპოვნი კაჟის ხელსაწყოების რადიონახშირბადული დათარიღების საფუძველზე დასახლების ყველაზე ადრეული ფენები იდენტიფიცირებული იქნა, როგორც კერამიკამდელი ნეოლითის (PPN) ბ ფაზით. სტრატიგრაფიული ფენებიდან 3 მიეკუთვნება ძვ.წ. მე-IX ათასწლეულის II ნახევარს (ძვ.წ 8600 - 8000 წწ.), რაც ემთხვევა ჩაინო თეფესა და მურეიბეტის (Mureybet) თარიღსაც, ხოლო მე-IV-ს თარიღი მე-X ათასწ. აღწევს.
ნევალი ჩორის დასახლებას ხუთი არქიტექტურული დონე აქვს. არქეოლოგიურ საიტზე აღმოჩნდა უძველესი შენობების ნაშთები. მათი ნაწილი სავარაუდოდ საკულტო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა, ნაწილი კი საცხოვრებელ ნაგებობებს წარმოადგენდა. სულ გათხრილია 23 შენობა, რომლებიც დაგემარების კუთხით კავშირს ავლენს ,,ჩაიონო თეფესთან“.
მართკუთხა სახლებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ პარალელურად განლაგებულ ორ-სამ ოთახებს შეიცავდა, ჰქონდათ სქელი, მრავალშრიანი საძირკველი, რომელიც შედგებოდა დიდი კუთხოვანი რიყის ქვითა და ქვის ლოდებით. ქვებს შორის სიცარიელე ამოვსებული იყო პატარა ქვებით, რათა ხელი შეეწყოთ ზედნაშენი კონსტრუქციის საყრდენის გამაგრებისთვის. სქელ საძირქველში 1-1.5 მეტრის სიგრძის იატაკ ქვეშა არხები გადიოდა, რომლებიც ზუსტად სახლთა შესავლელის ქვეშ სანახევროდ ქვის ფილებით იყო დაფარული. სანახევროდ მის დახურვასას, ალბათ თავისი საფუძველი გააჩნია (მიიჩნევა რომ სავარუდოდ სახლის სინათლისა და ვენტილაციისათვის გამოიყენებოდა).
განსაკუთრებით აღსანიშნავია ნეველი ჩორის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი, სადაც ზუსტად მთის ფერდობზე ჩაჭრილი იყო სპეციალური ადგილი, რომელიც სატაძრო კომპლექსის ფუნქციას ასრულებდა. მას სამი არქიტექტურული ფაზა აქვს (ყველაზე ძველია, ე.წ "პირველი ფაზა", შედარებით ახალია "მეორე ფაზა", ხოლო მესამე ფაზა უახლესია, გვიან ნეოლითისა). ცნობილია რომ გიობექლი თეფეს და ჩაიონოს მსგავსად კომპლესის ახალი 2 ფაზის იატაკები დაცემენტებულია (ე.წ ტერაზოს სტილით), თუმცა ადრეული ფაზის იატაკი არ არის შემორჩენილი, ამიტომ არსებითად არ გაქვს მასზე ზუსტი ინფორმაცია.
კედლების წყობაში გვხდებით პატარა ქვებს და აგრეთვე გიობექლი თეფეს სარიტუალური ნაგებობების მსგავსად, ალაგ-ალაგ დატანებულ დიდი ზომის საყრდენ მეგალითებს (ქვის ლოდებს), რომლებიც აშენებული იქნა მშრალი ქვისგან (ზოგის ქვის სიმაღლე 3 მეტრსაც აღწევს), ხოლო ქვის ამ კონსტრუქციას გააჩნიათ მსუბუქი გადახურვა (ზემოდან მსგავსი, თუმცა უფრო პატარა ზომის მეგალითი, რაც ავლენს გიობექლი თეფეს ლათინური T-ს ფორმის მსგავსებას). ზოგიერთი მეგალითი შეიძლება ადამიანს წარმოადგენდეს, სახურავი ადამიანის თავს, ხოლო ვერტიკალური ნაწილი ადამიანის ტანს, რომლებიც თითქოს ჩაცმულნი არიან "მღვდის" სპეციალური სამოსით (გობეკლი თეფესგან განსხვავებით). სხვა ანატოლიის ძეგლების მსგავსად ზოგიერთი ზოომორფული თუ სხვა სიუჯეტური სცენებით არის მოჩუქურთმებული.
ნევალ ჩორზე ნაპოვნია ადგილობრივი კირქვისგან მოჩუქურთმებული ქანდაკებები და თიხისგან დამზადებული ფიგურები. კირქვის ქანდაკები არის ძირითადად შიშველი ადამიანის ფიგურა, რომელსაც თავი ცხოველისაც ან ფრინველისას მიუგავს, მაგ: ერთ-ერთი ჩიტის ფორმასთან ავლენს მსგავსებას.
ნევალი ჩორზე ნაპოვნია მცირე ზომის ადამიანის ფორმის კერამიკული ფიგურებიც, რომელთა ზომა 5 სმ უდრის. მიჩნეულია რომ მათ ადამიანის გამოსახვის რელიგიური ფუნქცია (ღმერთმისადმი აღთქმის დადება) აკისრია. ისინი იწვებოდა 500-დან 600 °C-მდე ტემპერატურაზე, რაც მიუთითებს იმაზე რომ ჩევალი ჩორზე კერამიკული გამოწვის ტექნოლოგია განსაკუთრებულ განვითარების დონეზე იდგა ჯერ კიდევ კერამიკული ჭურჭლის გაჩენამდე (ანუ ნევალი ჩორზე საკულტო ნივთების გაკეთებას დაერთვო ჭურჭელის წარმოება განსხვავებით აღმოსავლეთ აზიისგან).
ნევალი ჩორის კირქვის კოლონებს და სტელებს ბარელიფებიც ამშვენებდა, კერძოდ ფრინველთა, ცხოველთა ან ანთროპომორფული სცენების გამოსახულებით (ერთ-ერთ ბარელიეფზე გამოსახულია ორი ადამიანი და ერთი კუს მსგავსი არსება, რომლებიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ რომ თითქოს ცეკვავენ კარგად მოლხენის შემდეგ. მსგავსი სცენა შესაძლოა სიკვდილს განასახიერებდეს, ე.ი კუ სიკვდილის სიმბოლოა, თუმცა შეიძლება ის ნაყოფიერების სიმბოლოდაც მიიჩნეოდეს კიდეც).
ნევალი ჩორის ზოგიერთ სახლში აღმოჩენილია ადამიანის თავის ქალები და არასრული ჩონჩხები, რაც მიუთითებს სახლში დაკრძავის ერთგვარ ტრადიციაზე. ზოგიერთ სამარხებში გვხდება განსხვებული ტრადიცია, კერძოდ თავს ცალკე, სხეულს ცალკე კრძალავენ (ჩაინო თეფესთან მსგავსებით).