ნეპალში საკმაოდ ბევრ, ცნობილ დღესასწაულს აღნიშნავენ, რომელიც ინდუიზმისა და ბუდიზმის რელიგიურ ტრადიციებთანაა დაკავშირებული.
აღნიშნავენ სავანას ბოლო დღეს, ბუდისტები და ინდუისტები. ბუდისტები ბანაობენ წმინდა მდინარეებში და მიდიან ტაძრებში, ბრაჰმანები საკუთარ მიმდევრებს კოჭებზე აბამენ დეკორატიულ თოკებს და შემდეგ ღებულობენ საჩუქრებს. ბევრი მომლოცველი სტუმრობს გოსაინ ტჰანს და ბანაობს წმინდა ტბაში.
ჯანმაშტამის დროს აფორმებენ სახლებსა და მაღაზიებს. აღნიშნავენ მერვე ბჰადონის დროს.
დღევანდელ რეალობაში ეს დღესასწაული წარმოდგენილია მხოლოდ კოსტუმირებული სანახაობით, ცეკვებითა და სიმღერით. აღნიშნავენ პირველ ბჰადონში, ნევარცები. ახლობლებდაკარგული ნევარცები რთავდნენ ძროხებს და სამეფო კარის წინ გამოდიოდნენ.
28 ბჰადონში იწყება აღნიშვნა და გრძელდება რვა დღე.
აღნიშნავენ 14 შრავანაში. ეს არის რაკშასას ნეპალიდან გაძევების სიმბოლო. რაკშასას ჩალის ფიგურას მთელი დღის განმავლობაში ცემენ, ქუჩებში დაათრევენ და დღის ბოლოს წვავენ.
აღნიშნავენ 14 მარგაშირშაში. ხალხი იკრიბება მრიგასსტჰილის ტყეში პაშუპატინატჰის ტაძართან და არიგებენ ხილსა და ბოსტნეულს.
აღნიშნავენ 26 აშვინაში. ათი დღის განმავლობაში მოსახლეობა სწირავს კამეჩებსა და თხებს. პირველ დღეს ბრაჰმანები თესავენ ქერს და ყოველდღე რწყავენ მას. ათი დღის შემდეგ ისინი ქერს მაღლა აღმართავენ და საკუთარ მიმდევრებს ანახებენ.
4 მაგხაში ადიდებენ განეშას. დღისით მარხულობენ და ლოცულობენ, ღამე კი აღნიშნავენ.
აღნიშნავენ 15 კარტიკაში. არის კეთილშობილების ქალღმერთი ლაქშმის დღესასწაული. ხალხი ანათებს სახლებს და შესაძლებელია აზარტული თამაშებით გართბა სამი დღე-ღამის განმავლობაში. ადრე ხალხი თამაშობდა ქუჩაში და ისინი აგებდნენ ყველაფერს: ცოლს, შვილებს და საკუთარ ხელებსაც კი.
ამ დღეს დები სტუმრობენ საკუთარ ძმებს, შუბლზე ნიშნითა და ყელზე გირლიანდით. და უბანს ძმას ფეხს, აჭმევს ტკბილეულს, ხოლო სანაცვლოდ იღებს ძვირფასეულობასა და ფულს.
აღნიშნავენ იანვარს, პირველ მაგჰაში. ის აბოლოებს საშიშ თვე პაუშას, როცა არ არის რელიგიური დღესასწაულები. ამ დროს მზე სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადადის. ხალხი ამ დროს მხოლოდ კურთხეულ საჭმელს ჭამს: ერბო, ლადუ, ბატატი. დედა ყველა ოჯახის წევრს უსურვებს ჯანმრთელობას. მაჰაბჰარატასთან შედარებით ხალხი მიიჩნევს, რომ ეს საუკეთესო დღეა მოკშასთვის[1].
განმანათლებლობის ქალღმერთ სარასვატის დღესასწაულია აღნიშნავენ 20 მაგჰაში.
აღნიშნავენ სავსემთვარეობისას პჰალგუნას თვეს[2]. ნეპალში, ხის ბოძები, რომელიც ცნობილია, როგორც ჩირი, მონტაჟდება სასახლის წინ, ფორმდება დროშებით და ღამით უკიდებენ ცეცხლს, რაც გასული წლის დაწვას გულისხმობს.
ნეპალის ხეობის ჩრდილო-დასავლეთით მცხოვრები ტამანგუელების ცერემონია 10 დღე გრძელდება. შედგება სპორტული თამაშებისა (ცემა) და ეგზორციზმისაგან. ატარებენ 11 ცემისა და სამი ეგზორციზმის რიტუალს[3].
|date=
-ში (დახმარება)