ნიკანდრა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ფიზალისისებრი ნიკანდრა (Nicandra physaloides) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Nicandra (Adans., 1763) | ||||||||||||
|
ნიკანდრა (ლათ. Nicandra) — ერთწლოვანი ბალახების გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. სახელი ეწოდება ძველი ბერძენი პოეტის, ნიკანდროსის მიხედვით, რომელიც მცენარეების შესახებ წერდა.[1]
ცნობილია 3 სახეობა.[2] 2007 წლამდე აღწერილი იყო მხოლოდ 1 სახეობა: ფიზალისისებრი ნიკანდრა (N. physaloides). ღერო 30–100 სმ სიმაღლისაა, წიბოვანი, დატოტვილი; ფოთლები მორიგეობით განლაგებული, ამოკვეთილ-დაკბილული ან დანაკვთული. ყვავილები მსხვილი, მარტოული, თავდახრილი; ყვავილსაფარი 5-ნაკვთიანი, ჯამი 5 ფრთისებრი წიბოთი, გვირგვინის მილი თეთრია, გადანაღუნი კი იისფერი ან მოლურჯო. ნაყოფი სფეროსებრი, თითქმის მშრალი კენკრაა, მოთავსებული ძლიერ გაზრდილ (3,5 სმ-მდე დიამეტრის) ჯამში, რომელიც მწვანედან მუქ იისფრამდე შეფერილობისაა.[3]
ნიკანდრა იზრდება სამხრეთ ამერიკაში (ჩრდილო-აღმოსავლეთი არგენტინა, ბოლივია, ჩილე, პერუ). ცხოველებს აჭმევენ სილოსის სახით. მცენარის მწვანე ნაწილები შეიცავს ფიზალინის ტიპის გლიკოზიდს; თესლებში ნახევრად შრობადი ზეთია. მრავალ ქვეყანაში მოშენებულია, როგორც დეკორატიულ მცენარე; ადვილად ველურდება. ბაღჩების, ვენახებისა და ბოსტნების სარეველაა.
ცნობილია 3 სახეობა:[2]