პროვინცია | |
---|---|
ნიკოლას-სუარესის პროვინცია Provincia Nicolás Suárez | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | კობიხა |
კოორდინატები | 11°05′00″ ს. გ. 68°10′00″ დ. გ. / 11.08333° ს. გ. 68.16667° დ. გ. |
ფართობი | 9 819 კმ² |
მოსახლეობა | 29 536 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 3.0 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCBOT (UTC-4) |
![]() | |
ნიკოლას-სუარესი — პროვინცია ბოლივიაში, პანდოს დეპარტამენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ნიკოლას სუარესის (1861-1940) პატივსაცემად, რომელიც XIX საუკუნეში, კაუჩუკის ბუმისას, პროვინციის თანამედროვე ტერიტორიების უდიდეს ნაწილს ფლობდა.
მდებარეობს ბოლივიის ამაზონის დაბლობში და ესაზღვრება ჩრდილოეთით ბრაზილიას, დასავლეთით - პერუს. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ გადაჭიმულია 370 კმ-ზე, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 100 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 9 819 კმ²-ია.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა200 %-ით გაიზარდა თუკი 2001 წლის მონაცემებით 29 536 ადამიანს შეადგენდა, 2010 წლისთვის, სავარაუდოდ 51 377 უნდა გამხდარიყო.
პროვინცია შედგება ოთხი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფიან. დედაქალაქია კობიხა.