ნიკოლოზ დერიუგინი | |
---|---|
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დერიუგინი | |
დინამო თბილისი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
30 აპრილი, 1959 ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი |
ეროვნება | ქართველი |
სიმაღლე | 206 სმ |
წონა | 105 კგ |
კარიერა | |
პროფესიონალური კარიერა | 1977–1996 |
კარიერის ისტორია | |
1977–1985 | დინამო თბილისი |
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დერიუგინი (დ. 30 აპრილი, 1959, ქუთაისი) — ქართველი და საბჭოთა კალათბურთელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1982). ღირსების ორდენის კავალერი.[1][2]
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1975–1985), „თბილისში“ (1991–1992), უნგრეთის მაფც-ში (1992–1993), თბილისის „ვითაში“ (1993–1994), თბილისის სდასუ-სა (1994–1995) და სლოვაკეთის „სლოვაკო ფარმაში“ (1995–1996).
იცავდა სსრ კავშირის (1978–1985) და საქართველოს (1995–1996) ეროვნული ნაკრები გუნდების ღირსებას. მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980), მსოფლიოს (1982) და ევროპის (1981) ჩემპიონი, საკონტინენტთაშორისო თასის ორგზის მფლობელი (1978, 1979). 1993–1994 წლების სეზონის მიხედვით საქართველოს საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.
2019 წლის 30 აპრილს, ნიკოლოზ დერიუგინის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა საქართველოს ვეტერანთა ნაკრებს და საკალათბურთო კლუბ მოსკვას (რუსეთი) ვეტერანთა გუნდს შორის. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა — 80:67.[3]
სახეობა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | ადგილი |
---|---|---|---|
კალათბურთი | საფრანგეთი | ევროპის ჩემპიონატი 1983 | |
კალათბურთი | ჩეხოსლოვაკია | ევროპის ჩემპიონატი 1981 | |
კალათბურთი | კოლუმბია | მსოფლიო ჩემპიონატი 1982 | |
კალათბურთი | სსრ კავშირი | ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980 |
1982 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა და სპეციალისტებმა ნიკოლოზ დერიუგინი საქართველოს მეცხრე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[4]
1983 წლის დეკემბერში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ წინასაახალწლო ტრადიციული გამოკითხვის შედეგების მიხედვით დაადგინა საქართველოს 1983 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი. საქართველოს № 9 სპორტსმენად (36 ქულა) დასახელდა ნიკოლოზ დერიუგინი (მწვრთნელი ლ. მოსეშვილი).[5]