ნიკოლოზ ვილენკინი

ნიკოლოზ ვილენკინი
დაბადების თარიღი 15 (27) იანვარი, 1855[1]
დაბადების ადგილი Hlybokaje[2] [3] [4]
გარდაცვალების თარიღი 2 ივლისი, 1937(1937-07-02)[2] [5] [6] [7] [8] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[2]
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო
საქმიანობა პოეტი, მწერალი, ადვოკატი, მთარგმნელი, ფილოსოფოსი, დრამატურგი[9] და პუბლიცისტი[9]
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი მინსკის კაცთა გიმნაზია და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულეტი
მეუღლე იულია იაკოვლევა[10] , ლუდმილა ვილკინა და ზინაიდა ვენგეროვა

ნიკოლოზ მაქსიმის ძე ვილენკინი (ასევე ცნობილია როგორც „მინსკი“; რუს. Николай Максимович Виленкин; დ. 15 (27) იანვარი, 1855, სოფელი გლუბოკოე, ახლანდელი ვიტებსკის ოლქი, — გ. 2 ივლისი, 1937, პარიზი) — რუსი მწერალი და პოეტი. ხალხოსნური იდეების ქადაგებისათვის ცენზურამ გაანადგურა „მინსკის“ ლექსების პირველი კრებული (1883). 1905 წელს პეტერბურგში გამოსცა გაზეთი „ნოვაია ჟიზნი“, რომლის ფაქტობრივი რედაქტორი ვლადიმერ ლენინი იყო. „მუშათა ჰიმნისა“ და „ინტერნაციონალის“ თარგმნის გამოქვეყნებისათვის მინსკი დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ საზღვარგარეთ წავიდა. პარიზში დაწერა დრამატული ტრილოგია „რკინის აჩრდილი“ (1909), „მცირე ცდუნება“ (1910) და „ქაოსი“ (1912). 1917 წლიდან ბერლინში, ლონდონსა და პარიზში ცხოვრობდა.

  1. https://ru.wikipedia.org/wiki/Минский,_Николай_Максимович
  2. 2.0 2.1 2.2 Минский Николай Максимович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. С. Венгеров Виленкин, Николай Максимович // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1892. — Т. VI. — С. 319.
  4. Арк. Пресс Минский, Николай Максимович // Еврейская энциклопедияСПб: 1911. — Т. 11. — С. 82–83.
  5. IMSLP — 2006.
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 563–565. — ISBN 5-94848-262-6
  8. Литераторы Санкт-Петербурга. ХХ век / под ред. О. В. Богданова
  9. 9.0 9.1 Czech National Authority Database
  10. Яковлева, Юлия Ивановна // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1904. — Т. XLIа. — С. 607.