ნიუკომის პარადოქსი — აზრითი ექსპერიმენტი, რომელიც 1960 წელს მოიგონა ფიზიკოსმა უილიამ ნიუკომმა (საიმონ ნიუკომის შვილიშვილმა). იგი გვთავაზობს თამაშს ორი მონაწილით — წინასწარმეტყველითა (რომელსაც უშეცდომოდ შეუძლია მომავლის განჭვრეტა) და უშუალოდ მოთამაშით.
წინასწარმეტყველი მოთამაშის წინ ორ ყუთს დებს — ღიასა და დახურულს. ღია ყუთში არის ათასი დოლარი, დახურულში — ან მილიონი დოლარი, ან არაფერი. მოთამაშეს შეუძლია აიღოს ან მხოლოდ დახურული ყუთი, ან ორივე ერთად. დახურული ყუთის შემცველობა დამოკიდებულია წინასწარმეტყველზე:
რომელი ყუთი უნდა აირჩიოს მოთამაშემ, რათა მიიღოს ყველაზე მეტი თანხა? მისთვის ცნობილია თამაშის პირობები, აგრეთვე ცნობილია, რომ ყუთების შემცველობა დამოკიდებულია წინასწარმეტყველებებზე; ერთადერთი, რაც მან არ იცის, — თუ რომელი წინასწარმეტყველება ითქვა ამ ორიდან.