ნორბერტინ ვონ ბრესლერნ-როთი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 ნოემბერი, 1891, გრაცი |
გარდაცვალების თარიღი | 30 ნოემბერი, 1978, გრაცი (87 წლისას) |
მოქალაქეობა | ავსტრია |
საქმიანობა | ხელოვანი |
ნორბერტინ ვონ ბრესლერნ-როთი (Norbertine Bresslern-Roth, დ. 13 ნოემბერი, 1891 გრაცში, გარდაიცვალა 30 ნოემბერი, 1978, გრაცში) იყო ავსტრიელი მხატვარი და რედაქტორი.
ნორბერტინ როთი გაიზარდა გრაცში, კლოსტერვიესგასაში. მისი დედა ალოიზია როთი იყო ველოსიპედის სკოლის მფლობელის ქალიშვილი - ლეოპოლდშტადტი. ნორბერტინს მხატვრული ნიჭი ადრეული ასაკიდანვე ჰქონდა განვითარებული, მისი ნიჭი დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა შეამჩნია, რომელმაც მხარი დაუჭირა იმაში, რომ 1907 წლიდან მას უფასოდ მიეღო მონაწილეობა ნახატებისა და ფერწერის გაკვეთილებზე შტირიანის სახელმწიფო სამხატვრო სკოლაში, რომლის დირექტორი იყო ალფრედ შროტერ კრისტელი. 1909 და 1910 წლების ზაფხულის თვეებში იგი სწავლობდა ცხოველთა ფერწერას, სკოლაში სახელწოდებით დაჩაუ რომელიც მდებარეობდა მიუნხენის მახლობლად ჰანს ფონ ჰაივეკიში. 1911 წელს ნორბერტინ როთი გრაციდან გაემგზავრა, რათა პროფესორ ფერდინანდ შმუცერთან ესწავლა ვენის სამხატვრო აკადემიაში. შმუცერი იმდენად აღფრთოვანებული იყო ახალგაზრდა მხატვრის ნიჭით, რომ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიიღო აკადემიის სტუდიაში, თუმცა ქალებს ვენის აკადემიაში ოფიციალურად სწავლის უფლება პირველად მიეცათ 1921 წელს. ჯერ კიდევ 1912 წელს მან მიიღო გრაცის ვერცხლის მედალი, იმ ქალაქის პატივსაცემად, სადაც დაიბადა. 1916 წელს Wiener Secession-ში წარმატებული გამოფენის შემდეგ იგი დაბრუნდა გრაცში, რომ დამკვიდრებულიყო, როგორც თავისუფალი მხატვარი. "ნორბერტინ როთის სპეციალური გამოფენის" დახმარებით (1918), მისი დაბრუნება პირველი მსოფლიო ომის დასრულებას დაემთხვა, მან დიდი წარმატება მოიპოვა მშობლიურ ქალაქში, გრაცში. 1920-იან წლებში ის იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, ვინც ინტენსიურად ჩაერთო ლინოგრავიურის ახალ ბეჭდვით პროცესს. 1921–1952 წლებში ამ ბეჭდვის სტილით მან მრავალი ცხოველი გამოსახა. 28 წელს ბრესლერნ-როთმა იმოგზაურა ჩრდილოეთ აფრიკაში, რითაც მან ინსპირაციით შექმნა უამრავი ცხოველის ნახატი, რომელთაგან ზოგიერთს სასწავლო ხასიათი აქვს. მოგვიანებით ის შთაგონებული იქნა ევროპული ზოოპარკებით. მან შექმნა ბავშვთა წიგნი, გობელინი, და სპილოს ძვლის მინიატურები. 1932 წელს ნორბერტინ ბრესლერნ-როტს მიენიჭა წოდება "პროფესორი". 1951 წელს იგი გახდა სტეირის ხელოვნების ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი, რომელსაც უფლებები მიენიჭა 1946 წელს.
ანშლუსის დროს მან შექმნა რამდენიმე სურათი, რომლებიც დღეს კრიტიკულად ითვლება რეჟიმის მიმართ. ამ მიზეზით და იმის გამო, რომ იგი არ დაშორდა მეუღლეს, გეორგ რიტერ ვონ ბრესლერნს (1892-1952), რომელზეც დაქორწინდა 1918 წელს და რომელიც ნაცისტების კანონმდებლობით კლასიფიცირებული იყო როგორც "ნახევრად ებრაელად", იგი დღეს კლასიფიცირებულია, როგორც "კულტურულ წინააღმდეგობად".
ნორბერტინ ვონ ბრესლერნ-როთი მსოფლიოში განიხილება, როგორც დღევანდელი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოველების მხატვარი. კერძოდ, შეუდარებლად მიიჩნევა მისი შემდგომი ნამუშევრები, რომლებიც ნაკლებად ატარებენ სასწავლო ხასიათს და უფრო მხატვრული ხასიათისაა. მან თავისი ლინოგრავიურით შექმნა შესანიშნავი და პროგრესული ხელოვნების გრაფიკული ნამუშევრები, რომლითაც სიცოცხლეშივე შეძლო საერთაშორისო ხელოვნების სცენაზე პოზიციონირება. მან თავისი წარმოდგენებით მიაღწია დიდ წარმატებას. 1952 წელს გრაცში მისი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა სადაც ეწვია 10 000 ადამიანი რომელიც იმ დროისთვის დიდი რიცხვი იყო.
ნორბერტინ ბრესლერნ-როთის ნამუშევრები ინახება Universalmuseum Joanneum-ში,[1] ვიქტორიის ეროვნული გალერეაში და მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში.
2016 წლის 26 ოქტომბრიდან 2017 წლის 17 აპრილამდე Universalmuseum Joanneum–მა გამოავლინა მხატვრის მუშაობის ყოვლისმომცველი რეტროსპექტივა Neue Galerie Graz–ში.[5]