სკანდინავიური (ნორდული) კლასიციზმი — სტილი არქიტექტურაში, რომელიც სკანდინავიის ქვეყნებში (შვედეთი, დანია, ნორვეგია, ფინეთი) დომინირებდა 1910-30 წლებში.
1980-იან წლებში ამ მიმართულების მიმართ გაცხოველებულ ყურადღებამდე (რომელიც რამდენიმე სამეცნიერო კვლევითა და საზოგადოებრივი გამოფენით აღინიშნა), ნორდული კლასიციზმი ძირითადად კარგად ცნობილ არქიტექტურულ მიმდინარეობათა — ნაციონალური რომანტიზმის ან იუგენდშტილისა (არტ-ნუვოს ეკვივალენტი) და ფუნქციონალიზმის (ანუ მოდერნიზმი) — გარდამავალ ფაზად მიიჩნეოდა.