ნორკის ბატისტა | |
---|---|
![]() | |
დაბადების სახელი | ნორკის ელიცა ბატისტა ვილიაროელი |
დაბადების თარიღი |
30 აგვისტო, 1977 კარაკასი, ![]() |
საქმიანობა | მსახიობი, მოდელი |
მეუღლე(ები) | ლეონარდო ლუტინხერი |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ნორკის ელიცა ბატისტა ვილიაროელი (ესპ. Norkys Yelitza Batista Villarroel; დ. 30 აგვისტო, 1977, კარაკასი, ვენესუელა) — ვენესუელელი მსახიობი, მოდელი და სილამაზის კონკურსის გამარჯვებული.[1]
ნორკისი დაიბადა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში, ლუის ბატისტასა და მიგდალის ვილიაროელ ბატისტას ოჯახში. რვა და-ძმასთან ერთად იზრდებოდა კარაკასის ერთ-ერთ ღარიბულ უბანში.[2]
ნორკისი ცნობილი სახე გახდა მას შემდეგ, რაც მეორე ადგილი დაიკავა სილამაზის კონკურსში მის ვენესუელა 1999.[3] ამის შემდეგ, იგი სილამაზის კონკურსებში მონაწილეობას კვლავ განაგრძობდა და 2000 წელს, ასევე მეორე ადგილი დაიკავა კონკურსში „ყავის საერთაშორისო დედოფალი“ (Reinado Internacional del Café), რომელშიც მას ყველაზე ლამაზი სახის ტიტული მიანიჭეს. იმავე წელს, ზედიზედ მოიგო კონკურსები Miss Atlántico Internacional-ი 2000 და Miss Latina Internacional-ი.
ნორკისის კარიერა სტიდენტობის დროს დაიწყო, როდესაც კარაკასის სიმონ როდრიგესის ეროვნულ ექსპერიმენტულ უნივერსიტეტში სწავლისას, მონაწილეობას იღებდა სატელევიზიო რეკლამებში. ამის შემდეგ, მოდელად დაიწყო მუშაობა ტელეკომპანია RCTV-ზე; მონაწილეობდა ისეთ შოუებში, როგორებიც იყო Gente de la Manaña და Atrevete a Soñar. ამავე არხზე, იყო სატელევიზიო შოუ La Tropa de Vacaciones-ს თანაწამყვანი.
2002 წელს, პირველი როლი მიიღო RCTV-ის ტელენოველაში „ქალწული ხუანა“. 2004 წელს, მთავარი როლი ითამაშა ტელენოველაში „უცნაური ანასტასია“, რომელშიც ის სამ ტყუპს ანსახიერებდა.[4] 2014 წელს გადავიდა ტელეკომპანია Venevisión-ში, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ტელენოველაში „ჩემს ყოფილს ვუნდივარ“.[5] მანამდე, 2013 წელს, მთავარი ალქაჯის როლი შეასრულა ამავე ტელეკომპანიის ტელენოველაში „შეშლილი სიყვარული“ (ორიგინალი სახელწოდება De todas maneras Rosa).[6]
ამჟამად, ვენესუელის მასშტაბით მონაწილეობს ტურნეში — მსახიობ ხავიერ მუნიოსთან ერთად, მართავს თეატრალურ სპექტაკლ Orgasmos-ს წარმოდგენებს.[7]
2003 წლის 3 მაისს, ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, იქორწინა მსახიობსა და მოდელ ლეონარდო ლუტინხერზე. 2006 წლის 20 იანვარს, წყვილს ვაჟი — სებასტიან ლუტინხერ ბატისტა შეეძინა.
წელი | სახელწოდება | როლი | შენიშვნა |
---|---|---|---|
2002 | ქალწული ხუანა | დესირე როხასი | უარყოფითი პერსონაჟი |
2003 | ჩემი მსუქანი ლამაზი | Chiquinquirá Lorenz Rivero "La Chiqui" | უარყოფითი პერსონაჟი |
2004 | უცნაური ანასტასია | ანასტასია ვალბუენა დე ბოროფსკი / ალექსანდრა ვალბუენა / კატალინა ვალბუენა | მთავარი როლი |
2005 | Amor a Palos | Ana de Jesús Amaral | მთავარი როლი |
2008 | ვნებიანი შურისძიება | Victoria Guanipa Salcedo | მთავარი როლი |
2009 | ეს არის, რაც არის | Yolanda González de Oropeza | მთავარი როლი |
2011 | ველური ყვავილი | Zhara | მეორეხარისხოვანი როლი |
2012 | ჩემს ყოფილს ვუნდივარ | მირანდა ატენას დე მილერი | ნაწილობრივ დადებითი პერსონაჟი[8] |
2013 | შეშლილი სიყვარული | ანდრეინა ვალიეხო | უარყოფითი პერსონაჟი[9] |
2015 | Una Maid en Paitilla | იოლანდა ფრანკო | მთავარი როლი |
2016 | გაყიდული გული | მალენა კორონა სოტილიო | ნაწილობრივ დადებითი პერსონაჟი[10] |
2017 | Prueba de Fe Episode:Juan Pablo II | ანა ტერესა არისმენდი | მთავარი როლი |
წელი | ჯილდო | კატეგორია | ტელენოველა | შედეგი |
---|---|---|---|---|
2007 | Premios Dos de Oro | წლის მასხიობი | Amor a palos | მოგებული |
2013 | Premios Inter | წლის მთავარი ქალი მსახიობი | ჩემს ყოფილს ვუნდივარ | მოგებული |
2013 | Premios Inter | საუკეთესო ალქაჯი | შეშლილი სიყვარული | ნომინირებული |