სოფელი | |
---|---|
ოვაქოი | |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | ერზურუმის პროვინცია |
რაიონი | ფასინლერი |
კოორდინატები | 39°58′34″ ჩ. გ. 41°30′04″ ა. გ. / 39.97611° ჩ. გ. 41.50111° ა. გ. |
ადრეული სახელები | ეზირმიკი, იზელმიკი |
სასაათო სარტყელი | UTC+3 და time in Turkey |
ოვაქოი (თურქ. Ovaköy) — სოფელი ფასინლერის რაიონში, ერზურუმის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს ერზურუმიდან 23 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ ფასინლერიდან 19 კილომეტრში[1]. 2022 წლის მონაცემებით სოფელში 77 ადამიანი ცხოვრობს.[2]
სოფლის ძველი ისტორიული სახელწოდებაა ეზირმიკი, იზელმიკი, 1912 წლის ჩანაწერში კი ეწოდება ეზერმიკი.[3]
2019 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, ცენტრიდან დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით, გაშლილ ველზე, სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე აკლდამაზე წარმოებდა არქეოლოგიური გათხრები. თურქეთის საელჩოს განცხადებით მიაკვლიეს ალაედინ ქეიყუბად II-ის და მისი დედის, გურჯი ხათუნის, იგივე თამარ დედოფლის სარკოფაგებს.[4]