სოფელი | |
---|---|
ოზგური | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | რიზეს პროვინცია |
რაიონი | არდეშენის რაიონი |
კოორდინატები | 41°06′42″ ჩ. გ. 41°05′32″ ა. გ. / 41.11167° ჩ. გ. 41.09222° ა. გ. |
ადრეული სახელები | მუშქალა |
ოზგური (თურქ. Özgür) — სოფელი არდეშენის რაიონში, რიზეს პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რიზედან 67 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ არდეშენიდან 17 კილომეტრში.[1] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 166 ადამიანი ცხოვრობს.[2]
სოფელი ოზგური ადრე სოფელი ქვედა დურაქის მუშკალეს უბანს წარმოადგენდა. 1993 წელს სოფელი ქვედა დურაქისგან გამოიყო და მიიღო „თავისუფალი სოფლის“ სახელი, რითაც სოფლის სტატუსი მოიპოვა. სოფლის სახელი 2009 წელს გამოქვეყნებულ ლაზურ ტოპონიმთა ლექსიკონში მუშქალა/მუშქალე სახით არის მოხსენიებული.[3]