ოზდემიროღლუ ოსმან-ფაშა | |
---|---|
Özdemiroğlu Osman Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 28 ივლისი, 1584 |
მმართ. დასასრული: | 29 ოქტომბერი, 1585 |
წინამორბედი: | ქანიჟელი სიავუშ-ფაშა |
მემკვიდრე: | ჰადიმ მესიჰ-ფაშა |
სულთანი: | მურად III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1526 |
დაბ. ადგილი: | კაირო, ეგვიპტე |
გარდ. თარიღი: | 29 ოქტომბერი, 1585 |
გარდ. ადგილი: | ირანი |
რელიგია: | სუნიტური, ისლამი |
სამხედრო კარიერა | |
კუთვნილება: | ოსმალეთის იმპერია |
ჯარის სახეობა: | ოსმალეთის იმპერიის არმია |
მოღვაწეობა: | 1578-1585 |
წოდება: | სერდარი |
ბრძოლები/ომები: |
ჩილდირის ბრძოლა ტორჩესის ბრძოლა |
ოზდემიროღლუ ოსმან-ფაშა (თურქ. Özdemiroğlu Osman Paşa; დ. 1526 — გ. 29 ოქტომბერი, 1585) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1584–1585 წლებში.
ოსმალების მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ 1517 წელს ყოფილმა მამლუქთა ელიტამ (ყივჩაღები და ჩერქეზები) აღიარა თურქეთის სულთნის ძალაუფლება და შეავსეს ოსმალეთის იპერიის სამხედრო ძალები. მათ შორის იყო ოსმანის მამა ოზდემირ-ფაშა. ინდოეთის ოკეანეზე ოსმალეთის კამპანიის შემდეგ ოზდემირ-ფაშა დანიშნეს ჰაბეშის ბეილერბეიდ.
ოზდემიროღლუ ოსმან-ფაშა დაიბადა 1526 წელს კაიროში . მამის გარდაცვალების შემდეგ 1561 ოსმანი დაინიშნა გუბერნატორად. 1569-1573 წლებში დაინიშნა იემენის ბეილერბეიდ. 1573 წლიდან დიარბაქირის ბეილერბეიდ.
მონაწილეობდა ირან-ოსმალეთის ომში. 1584 წლის 2 ივლისს ოსმან-ფაშა დაინიშნა ოსმალეთის იმპერიის დიდ ვეზირად, თურქეთის არმიაში იგი ინარჩუნებს წოდებას „სერდარი“ (მეთაური). 1585 წლის ზაფხულში დიდი ვეზირი ოზდემიროღლუ ოსმან-ფაშა ჩაუდგა სათავეში თურქულ არმიას ირანის გასანადგურებლად. თურქული ჯარები შეიჭრნენ დასავლეთ ირანში. სამდღიანი ომის შემდეგ დაიკავეს ქალაქი თავრიზი, სეფიანების დედაქალაქი. თურქ-ოსამანებმა საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოუწყეს მოწინააღმდეგეს და ამ შეტაკებას შეეწირა 15-20 000 ადამიანი.
1585 წლის 29 ოქტომბერს თურქეთის დიდი ვეზირი ოზდემიროღლუ ოსმან-ფაშა გარდაიცვალა. ანდერძის მიხედვით ის დაიკრძლა ქალაქ დიარბაქირში სადაც დღესაც არის მისი მავზოლეუმი. ოსმან ფაშს ცოლად ჰყავდა ყუმიხების პინცესა, მათ შვილები არ ჰყავდათ.