ოკოტალი

მუნიციპალიტეტი
ოკოტალი
დროშა გერბი

ქვეყანა ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა
დაქვემდებარება ნუევა სეგოვიის დეპარტამენტი
კოორდინატები 13°38′00″ ჩ. გ. 86°29′00″ დ. გ. / 13.63333° ჩ. გ. 86.48333° დ. გ. / 13.63333; -86.48333
დაარსდა 1780
ფართობი 85.23 კმ2 კმ²
ცენტრის სიმაღლე 611 მეტრი
მოსახლეობა 31,932 კაცი
სასაათო სარტყელი UTC−6
საფოსტო ინდექსი 37000
ოფიციალური საიტი http://www.alcaldiaocotal.gob.ni/
ოკოტალი — ნიკარაგუა
ოკოტალი

ოკოტალი — ქალაქი ნიკარაგუაში. ნუევა სეგოვიის დეპარტამენტის დედაქალაქი.

ოკოტალი მდებარეობს ჩრდილოეთ ნიკარაგუაში, ჰონდურასის საზღვრიდან 21 კმ-ის მოშორებით, პანამერიკულ გზატკეცილზე. გაშლილ ველზე მდებარე ქალაქი იტევს 31,932 (2000) კაციან მოსახლეობას. ქალაქის სახელი მომდინარეობს ნაუატური სიტყისგან, რომელიც აღნიშნავს ფიჭვის ფისს. ამ მხარეში უხვადაა ფიჭვის ტყეები.

ოკოტალის კლიმატი, ისევე, როგორც მდელი დეპარტამენტისა არის ორგვარი:

  • ზამთარი, რომელიც იწყება შუა ზაფხულში და მთავრდება ადრე ნოემბერში. ნალექების წლიური რაოდენობა 1,200 მმ3 აღწევს. საშუალო ტემპერატურა კი 20-26 °C.
  • ზაფხული: იგი იწყება შუა ნოემბერში და მთავრდება ადრე მაისში. ყველაზე ცხელი დღეებში ტემპერატურა 30 °C-ს აღწევს. დეკემბერში კი ტემპერატურა ეცემა თითქმის 10 °C-მდე.

პანამერიკული გზატკეცილი, რომელიც ნიკარაგუაში შემოდის ჰონდურასიდან, ლოს მანოსიდან, ოკოტალს აკავშირებს ნიკარაგუის სხვა ქალაქებთან. ოკოტალში განვითარებულია მსუბუქი მრეწველობა და ყავის წარმოება.

ოკოტალი მდებარეობს ზღვის დონიდან 500 მეტრის სიმაღლეზე. გაშლილ ველზე განფენილი ქალაქი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია ციცაბო ფერდობებით. ქალაქის გარშემო არის წიწვოვანი ტყე.

1927 წელს ისტორიაში პირველი უძლიერესი წყალქვეშა დაბობმბვა გადაიტანა ქალაქმა, როცა შეერთებული შტატები ებრძოდა სანდინოს.

ჰონდურასის 2009 წლის საკონსტიტუციო კრიზისის დროს ქვეყნიდან გამოდევნილმა პრეზიდენტმა მანუელ სელაიმ თავის მთავრობასთან ერთად ოკოტალში მცირე ხნით შეაფარა თავი.

ოკოტალს ჰყავს თავისი საფეხბურთო გუნდი ოკოტალის დეპორტივო.

ოკოტალი დადობილებული არის შემდეგ ქალაქებთან: