ოლიმპიანე (ბერძ. Ολυμπιανός; დ. უცნობია — გ. 198) — ბიზანტიის ეპისკოპოსი მეორე საუკუნის მეორე ნახევარში. იგი ეპისკოპოსი იყო 11 წლის მანძილზე 187–198 წლებს შორის. მისი მემკვიდრე გახდა მარკუს I. მისი მმართველობის დროს 196 წელს ბიზანტიონი დაიპყრო რომის იმპერატორმა სეპტიმიუს სევერუსმა.
წინამორბედი: პერტინაკი |
ბიზანტიის ეპისკოპოსი 187 – 198 |
შემდეგი: მარკუს I |