ოპერაცია ბეჭედი

ოპერაცია ბეჭედი (რუს. Операция Кольцо, სომხ. Օղակ գործողություն) — 1991 წლის მაისის სამხედრო ოპერაციის კოდი, რომელიც ჩატარდა საბჭოთა კავშირის შიდა უსაფრთხოების ძალებისა და დასავლეთ აზერბაიჯანის „OMON“ დანაყოფების მიერ დასახლებულ რაიონებში, მცირე კავკასიონის მთებში, მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში და აგრეთვე სომხეთის სსრ-ის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილში, გორისსა და ტავუშის პროვინციაში. ოპერაციას ოფიციალური სახელწოდებით „პასპორტის შემოწმების ოპერაცია“ ერქვა, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ განხორციელებული ოპერაციის აშკარა მიზანი იყო ორგანიზებული სომხური მილიციის რაზმების განადგურება.[1] ჯარებს ასევე თან ახლდა სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები, საარტილერიო და ვერტმფრენის შეიარაღება.

მთიანი ყარაბაღის მოძრაობა, რომელიც თავდაპირველად დაიწყო სომხეთში 1980-იანი წლების ბოლოს, მოუწოდებდა ყარაბაღის ანკლავის მიერთებას სომხეთთან, მიუხედავად იმისა, რომ იგი აზერბაიჯანის საზღვრებს მიღმა იმყოფებოდა. რეგიონის მთლიანი მოსახლეობის 75 პროცენტი იყო სომეხი, ოფიციალური შუამდგომლობები სომეხმა ლიდერებმა გაუგზავნეს საბჭოთა მთავრობას მოსკოვში, ამ საკითხის გადასაჭრელად, მაგრამ იგი უარყო გენერალურმა მდივანმა მიხეილ გორბაჩოვმა. როდესაც გორბაჩოვი ხელისუფლებაში მოვიდა, საბჭოთა კავშირში პოლიტიკური და ეკონომიკური შეზღუდვების ლიბერალიზაციამ სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკაში სხვადასხვა ნაციონალისტური ჯგუფები ჩამოაყალიბა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ მიეცათ უფლება, გამოეყონ ქვეყანას და შექმნან საკუთარი დამოუკიდებელი ქვეყნები.[2]

1989 წლის ბოლოსთვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის კომუნისტური პარტიები, ძირითადად, შესუსტდა ძალაუფლების მხრივ. მთიანი ყარაბაღში, სომეხთა და აზერბაიჯანელთა შორის ურთიერთობები გაუარესდა ძალადობისა და აზრთა სხვადასხვაობის გამო.[3]

გარდაუვალი იყო იმ კონფლიქტის პროგნოზირება, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარდებოდა, სომეხი მოხალისეები, როგორც რესპუბლიკიდან, ასევე სომხური დიასპორებიდან, მიდიოდნენ ანკლავში და რამდენიმე ათეული ადამიანის რაზმიც შექმნეს. გორბაჩოვი ამ რაზმებს თვლიდა, როგორც არალეგალურ პირებს და აკრძალა 1990 წლის ივლისში.[4] მიუხედავად ამ გამოცხადებისა, ამ ჯგუფებმა განაგრძეს არსებობა და აქტიურად იბრძოდნენ აზერბაიჯანული „სპეციალური დანიშნულების“ მილიციის ბრიგადების წინააღმდეგ.[5]

შაუმიანის პროვინციას ჰყავდა დაახლოებით 20 000 მოსახლე, რომელთაგან 85 პროცენტი ეთნიკური სომეხი იყო.[6]

დოკუმენტური სერიალი სახელწოდებით „ყარაბაღის ჭრილობები“ 1994 წელს გადაიღო ბულგარელმა ჟურნალისტმა ცვეტა პასკალევამ. ოპერაცია ბეჭდის სხვადასხვა ფაზის განმავლობაში გადაღებული დოკუმენტური ფილმები დეტალურად აღწერს იმ პერიოდის მოვლენებს.[7][8][9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. De Waal, Thomas. Black Garden: Armenia and Azerbaijan Through Peace and War. New York: New York University Press, 2003, p. 114. ISBN 0-8147-1945-7.
  2. De Waal. Black Garden, p. 39.
  3. Kaufman, Stuart. Modern Hatreds: The Symbolic Politics of Ethnic War. New York: Cornell Studies in Security Affairs, 2001, pp. 49–66. ISBN 0-8014-8736-6
  4. Croissant, Michael P. The Armenia-Azerbaijan Conflict: Causes and Implications. London: Praeger, 1998. p. 41. ISBN 0-275-96241-5.
  5. Croissant. The Armenia-Azerbaijan Conflict, p. 41.
  6. Melkonian, Markar. My Brother's Road: An American's Fateful Journey to Armenia. New York: I. B. Tauris, 2005. p. 186 ISBN 1-85043-635-5
  7. Documentary by Bulgarian TV journalist Tsvetana Paskaleva "Wounds of Karabakh" presented in Yerevan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
  8. Wounds of Karabakh - Tsvetana Paskaleva
  9. Высоты Надежды фильм о войне в Карабахе