ორი კიბორჩხალა | |
---|---|
Two Crabs[1] | |
![]() | |
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1889 |
კატალოგი | F606 და JH1662 |
ტიპი | ზეთი, ტილო |
სიმაღლე | 47 |
სიგანე | 61 |
ქალაქი | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
მუზეუმი | ეროვნული გალერეა |
ორი კიბორჩხალა — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი. შესრულებული 1889 წელს, ზეთის საღებავებით ტილოზე. ნახატზე გამოხახულია ორი კიბორჩხალა, ერთი ზურგზე მეორე კი მუცელზე.[2] ტილოს ზომებია 47 × 61 სმ.[3]
ვან გოგმა ნახატი 1889 წლის იანვარში დახატა, მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გაეწერა. შესაძლოა ვინსენტს ნახატის დახატვა კაცუსიკა ჰოკუსაის მსგავსი ტიპის ნამუშევარმა შთააგონა, რომელიც მან Le Japon Artistique-ს მაღაზიაში ნახა და შემდგომში, 1888 წელს ძმამ, თეო ვან გოგმა გამოუგზავნა.[2]
ნამუშევარი ლონდონის ეროვნული გალერეის 45 ოთახის ექსპონატია, რომელიც გალერეას პირადი კოლექციონერისგან აქვს ნაქირავები.[3]
კიბორჩხალა ზურგზე ვან გოგის მიერ შესრულებული მსგავსი ტიპის ნამუშევარია, რომელზეც ერთადერთი, ზურგზე დაწოლილი კიბორჩხალაა გამოსახული, რომელიც ამსტერდამში, ვან გოგის მუზეუმში ინახება.[2]